წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რა ემართება სახეს დღის 5.00 საათისთვის

ბლოგი:
ნოემბერი 18, 2015
ავტორი Anika
სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, რომ დღის 5.00 საათი ერთგვარი გარდამტეხი დროა: ამ დროისთვის დიეტაზე მყოფებს ტკბილისადმი ლტოლვა უძლიერდებათ, ოფისში გატარებული საათები, კომპიუტერის მოციმციმე ეკრანი, არასწორი კვება, დალეული ყავა - ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ჩვენი კანის მდგომარეობაზე. ამ დროისთვის კანი ფერმკრთალდება, თვალებში სიწითლე შესამჩნევი ხდება, ხოლო პირის კუთხეები დაბლა იწევს.

ბევრისთვის დილა საკმაოდ ადრე იწყება, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ნორმალურად გამოძინებას ძალიან ცოტა ჩვენგანი ახერხებს, საბოლოო ჯამში კანი ღამის განმავლობაში აღდგენას ვერ ახერხებს და შესაბამისად, დილით საუკეთესო მდგომარეობაში ვერც იქნება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, დილის მოვლის ეტაპი არ გამოვტოვოთ: სახე დავიბანოთ, SPF-ის შემცველი დღის დამატენიანებელი საცხი წავისვათ ან თუ საცხი SPF- ს არ შეიცავს, მაშინ SPF-ის შემცველი ტონალური ან BB კრემი.

ოფისში გატარებულ საათებში ყველაზე დიდი პრობლემა კანს გაუწყლოვანების მხრივ ექმნება, რაც ძალიან მალევე ხდება შესამჩნევი. ამიტომაც, ხარისხიანი დამატენიანებელი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია თავის მოვლის რუტინაში. საცხის გარდა, კარგ ეფექტს იძლება კონცენტრირებული შრატების გამოყენება საცხის წასმამდე - ის დამატენიანებელის მოქმედებას კიდევ უფრო გააძლიერებს და კანს უფრო კარგად დაიცავს გაუწყლოვანებისგან. მაგ, Biotherm-ის Aquasource მსუბუქი ტექსტურა აქვს და კანს მთელი დღით იდეალურად ატენიანებს.

კანის დატენიანობის სისტემატურ შენარჩუნებაში ერთი კოსმეტიკური საშუალებების მოხმარება და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ელემენტია  კანის შიგნიდან - ორგანიზმიდა დატენიანება. ყავა მაგალითად ჩვენი კანისთვის საკმაოდ მავნებელია, ვინაიდან ძლიერი შარდმდენია და თუ ჩვენ ყავის მირთმევის პარალელურად დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე წყლის დალევა გვავიწყდება, მაშინ ეს აუცილებლად გაუწყლოვანებამდე მიგვიყვანს. ამიტომაც, გააკონტროლეთ მიღებული ყავის და ძლიერი ჩაის რაოდენობა და აუცილებლად დალიეთ დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე წყალი.

ღამით ძილის დროს, როცა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ვმყოფებით, სითხ ორანიზმში თანაბრად არის გადანაწილებული. დღისით კი, ფეხზე დგომის, ჯდომის და ზოგადად, ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნის გამო, მიზიდულობის კანონით თავისას შვება: სითხე ზემოდან ქვედა მიმართულებით მიედინება. ამიტომაც, დღის ბოლოსკენ სახე იფიტება - კანი შრება, ფერმკრთალდება, ნაოჭები უფრო შესამჩნევი ხდება, თვალის უპეების სიშავე მუქდება, ფეხები კი შუპდება. ფიზიკის კანონს ვერაფერს მოვუხეხებთ, თუმცა ამ პროცესს ერთი რამით მაინც შეგვიძლია შევეშველოთ: ანტიოქსიდანტებით, რაც ხილ-ბოსტნეულით მდიდარ საკვებ რაციონს, ბიოდანამატებს, პოლიფენოლის შემცველ კანის საცხებს გულისხმობს.

თუ ზემოთ ჩამოთვლილ რჩევებს მაქსიმალურად გავითვალისწინებთ, ასეთ შემთხვევაში სამუშაო დღის ბოლო ჩვენთვის გაცილებით სასიამოვნო და ნაკლებ პრობლემური იქნება.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები