We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რა ესაჭიროება თმას ზაფხულის პერიოდში

_from blog_:
_July_ 26, 2016
_by_ Anika
მზისგანდამცავი საცხების გამოყენებას ზაფხულის პერიოდში უკვე შევეჩვიეთ, თუმცა თმას რომ არანაკლები დაცვა და გაფრთხილება სჭირდება, ეს ჩვევა ჯერ მაინც ვერ გამოვიმუშავეთ სათანადოდ. დასასვენებლად გამგზავრებისას რა უნდა გავითვალისწინოთ საიმისოდ, რომ თმა მაქსიმალურად დაცული და მოვლილი იყოს მცხუნვარე დღეებში:

- შამპუნის შერჩევისას, ყურადღება უნდა მივაქციოთ მის ინგრედიენტებს. კერძოდ, სასურველია მათ შემადგენლობაში შედიოდეს: პროტეინი, კარბამიდი და კოლაგენი - ისინი თმის ღერს აძლიერებენ; ქიტოზანი - ის თმის დაბერების პროცესს ანელებს, პანთენოლი კი ღერს ტენიანობას უნარჩუნებს; ქოქოსის და პალმის ზეთების თმის ღერის ირგვლივ დამცავ ფენას წარმოქმნიან, წყალმცენარეები კი კარგად ატენიანებენ; A ვიტამინი თმას ელასტიურს და სრიალას ხდის, E ვიტამინი კი ტენიანობის შენარჩუნებას უწყობს ხელს და მბზინვარეს ხდის თმას, F ვიტამინი კი თმის უჯრედების რეგენერაციას უწყობს ხელს და ატენიანებს თმას.

306x408_0_bc602fd9494a867161cb8840ecf2145b@450x600_0x59f91261_3927465941404726627

Oriflame-ის ნუშის და მარწყვის შამპუნი და კონდიციონერი კვებავს და ატენიანებს თმას, იცავს შეღებილ ღერებს, აძლიერებს თმის ფერს და შეიცავს ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავ ფილტრს. Nivea-ს შამპუნი და ბალზამი თხევად კერატინს, ალოეს და წყლის ლილიას ექსტრაქტებს შეიცავს, კვებავს და კარგად ატენიანებს და აღადგენს თმას.

379x408_0_a0b510aea318200999fd106304e4dc81@404x435_0x59f91261_3631575491404726172

საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გირჩიოთ, რომ ძალიან პრაქტიკული და ეფექტიანია Korres-ის სპეციალური მზისგანდამცავი სპრეი, რომელიც წყალგამძლე ფილტრებს შეიცავს და გახუნებისგან იცავს როგორც შეღებილ, ისე თმის ბუნებრივ ფერსაც. ეს სითხე შეგიძლიათ ყოველდღიურად გამოიყენოთ, როგორც სველ, ისე მშრალ თმაზე.

Kerastase-ის მსუბუქი ზეთი Soleil თმის ღერებს იცავს, ჯანსაღ მბზინვარებას ანიჭებს მათ, თმის სტრუქტურას ერთგვაროვანს ხდის სხვადასხვა ბუნებრივი ზეთების დახმარებით და ამცირებს თმის ცვენის პროცესს. ეს ზეთი შეგიძლიათ როგორც მზეზე გასვლამდე, ასევე მის შემდეგაც გამოიყენოთ პროფილაქტიკის მიზნებისთვის.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



_OTHER BLOGPOSTS_