We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რა ესაჭიროება ზაფხულში ჩვენს კანს

_from blog_:
_June_ 03, 2017
_by_ Anika
ზაფხულის ცხელი დღეების მოახლოებისთანავე, ჩემი კანი მყისიერად მესიჯების გამოგზავნას იწყებს: ფორები განიერდება და უფრო შესამჩნევი ხდება; სახის ე.წ. T -ზონაში ცხიმის ჭარბად გამოყოფის გამო, კანს უსიამოვნო მბზინვარება ეძლევა; ამავე ზონაში პერიოდულად ჩნდება გამონაყარიც, ალაგ-ალაგ, ერთი-ორი ცალი. საბედნიეროდ, წლებთან ერთად, ჭკუა ვისწავლე, გამოცდილება მივიღე და უკვე ამ ნაკლებ სასიამოვნო სიმპტომების გამოვლენას არ ველოდები ისე ვიწყებ კანის მოვლის საზაფხულო რეჟიმზე გადაწყობას.

რას გულისხმობს ეს საზაფხულო რეჟიმი?

1. თუ წელიწადის შედარებით გრილ სეზონზე კანის გაწმენდა დილაობით მხოლოდ გამწმენდი ლოსიონის ან მიცელარული გამწმენდი სითხით შეიძლება შემოიფარგლებოდეს, ცხელ სეზონზე აუცილებლად ვრთავ დასაბან ქაფსაც: დილის რუტინას ვიწყებ დასაბანი ქაფით და წყლით, რის შემდეგაც ვიყენებ სპეციალურ გამწმენდ ლოსიონს (ამ ეტაპზე წყლის კონსისტენციის, კიტრის ბაზაზე დამზადებულ ლოსიონს ვიყენებ) , რომელიც მაქსიმალურად ბოლომდე წმენდს კანს, ავიწროვებს და ხურავს ფორებს და ამდენად, მინიმუმამდე დაყავს გამონაყარის გაჩენის რისკი.

2. შეძლებისდაგვარად ხშირად, სულ მცირე დღეგამოშვებით, ვიყენებ ექსფოლიაციის საშუალებას: ისევ და ისევ ფორების მაქსიმალურად გასაწმენდად და ცხელ დღეებში ჭარბად გამოყოფილი ოფლის მავნე შედეგების გასანეიტრალებლად. გამოიყენეთ მსუბუქი ექსფოლიანტი და თავი შეიკავეთ პილინგის ტიპის გელების გამოყენებისგან, ვინაიდან მათ შემთხვევაში, შესაძლოა კანი უარეს გაღიზიანდეს.

3. სახის კანზეც და ტანზეც ვიყენებ თხელი, გელისმაგვარი კონსისტენციის კრემს, რომელიც კანს სათანადოდ დაიცვს, დაატენიანებს და იმავდროულად მძიმეც არ იქნება და დისკომფორტის შეგრძნებასაც არ მოგგვრით.

4. გაძლიერებული დაცვა ულტრაიისფერი სხივებისგან. აუცილებლად გამოიყენეთ ისეთი დღის მოვლის საშუალება, რომელსაც სულ მცირე 25 SPF ექნება. რიგ შემთხვევებში, შეგიძლიათ საგანგებოდ შეიძინოთ ძლიერი დამცავი, რომელიც კანს სათანადო მოვლასაც მიანიჭებს და იმავდროულად მაღალი დაცვის ფაქტორი ექნება - 50-60 SPF.

5.

_OTHER BLOGPOSTS_