We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რა ფორმით მივიღოთ საუზმეზე 30 გრამი ცილა

_from blog_:
_June_ 09, 2019
_by_ Anika
თუ წინა საღამოს საგანგებოდ არ მოვემზადე, გონებაში მაინც არ დავალაგე, ხვალ დილით კონკრეტულად რა უნდა მივირთვა საუზმეზე, დილით არჩევანის გაკეთება ძალიან მიჭირს დროის სიმცირის გამო. ყველაზე მეტად კი არჩევანის გაკეთებას ის გარემოება ართულებს, რომ მინიმალურ დროში, სახლში არსებული პროდუქტების ოპტიმალური გამოყენებით, მაქსიმალურად ჯანმრთელი, მინიმალურად მავნებელი და შეძლებისდაგვარად ცილებით მდიდარი საუზმე უნდა გამომივიდეს.


ცილებზე აქცენტი ჩემი მათდამი განსაკუთრებული სიყვარულით გამოწვეული არ გეგონოთ: ნებისმიერი დიეტოლოგი დაგიდასტურებთ, რომ ცილებით მდიდარი საუზმე საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ასე სხეულის ცხიმის მატების პრევენციას, წონაში კლების სტიმულირებას, შიმშილის ჰორმონების დარეგულირებას და ღამით წასუსნავების რისკების შემცირებას ვახდენთ. რაც შეეხება, საუზმეზე მისაღები ცილების ოპტიმალურ ოდენობას, ჩატარებული კვლევების თანახმად 30 გრამი ცილაა რეკომენდებული. 30 გრამი ცილა საკმაოდ მოკრძალებულად შეიძლება მოგვეჩნენოს, მაგრამ მისი ცხოვრებაში გადატანა მარტივი საქმე არ არის. ამიტომაც, დღევანდელ პოსტში რამდენიმე იდეას შემოგთავაზებთ, თუ როგორ შეიძლება კონკრეტულად 30 გრამი ცილის მიღება საუზმეზე. რა ვარიანტები გვაქვს?


Avocado-Toast-Recipe-1200


1. ძალიან მარტივი საუზმე შეგვიძლია მოვამზადოთ 200 გრ. მაწონის, 20-23 ცალი დაქუცმაცებული ნუშის და დაახელოებით 70 გრამი ჟოლოს მეშვეობით შეგვიძლია მოვამზადოთ. ამ ყველაფერში ზუსტად 30 გრამი ცილა და 360 კკალ-ია.


2. მეორე მარტივი ვარიანტი ომლეტია, რომელსაც 1 მთლიანი კვერცხის, 2 კვერცის ცილის, 60 გრ.ქათმის სოსისისგან (ან ინდაურის ლორი), 30 გრამი დაბალცხიმიანი ყველისგან და 100-110 გრ. ისპანახისგან მოვამზადებთ. ასეთ ომლეტში 276 კკალ და 29 გრამი ცილაა.


3. მესამე ალტერნატივა ჩემი ფავორიტია: მისთვის ნახევარი ჭიქა მაწონი, 1 პატარა ზომის ბანანი, 2 ჩ.კ. არაქისის კარაქი, 1 ჩ.კ. ჩიას მარცვლები, 1 ჩ.კ. კაკაოს ფხვნილი და ნახევარი ჭიქა ნუშის რძე დაგვჭირდება. ამ ყველაფრის დაბლენდერების შედეგად მივიღებთ უგემრიელეს სმუზის, რომელშიც 423 კკალ და 29 გრამი ცილაა.


4. და კიდევ ერთი ალტერნატივა ავოკადოს ტოსტია, რომელსაც ერთი ნაჭერი გახუხული ცეხვილი პურის, 1/4 ავოკადოს, 80-90 გრ. შებოლილი ორაგულის და ერთი ერბო-კვერცხისგან ვამზადებთ. ეს საუზმე ზუსტად 30 გრ.

_OTHER BLOGPOSTS_