წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რა გავლენა აქვს ვარჯიშს ძუძუს კიბოს განვითარების რისკზე

ბლოგი:
ოქტომბერი 12, 2014
ავტორი Anika
ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი რომ ზოგადად ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება, ეს ყველამ ვიცით, თანაც რა ხანია. მაგრამ გუშინ ძალიან საინტერესო სტატიას გადავაწყდი, სადაც რეგულარული ვარჯიშის ძუძუს კიბოს განვითარების რისკთან პირდაპირ კავშირზეა საუბარი და აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ.

მოკლედ, გარკვეული დროის პერიოდში 60-ზე მეტი კვლევა ჩატარდა და ამ კვლევების საფუძველზე, ამერიკელი მეცნიერები და ექიმები ამტკიცებენ, რომ რეგულარულმა ვარჯიშიმა - კვირაში 3 საათი ან მეტი - შესაძლოა 20-დან 30 %-მდე შეამციროს ძუძუს კიბოს განვითარების რისკი.

ზოგადად, ჭარბი წონა ერთ-ერთ რისკ ფაქტორად ითვლება ძუძუს კიბოს თვალსაზრისით, ამდენად, აქტიური ფიზიკური ვარჯიშებით ზედმეტი კილოგრამების დაგროვებისგანაც დაიცავთ თავს, პირველ რიგში. ამას გარდა, ვარჯიში პოზიტიურ გავლენას ახდენს ჩვენს იმუნურ სისტემაზე, რითიც ორგანიზმი გაცილებით ადვილად უმკლავდება და თავიდან იცილებს "საეჭვო" უჯრედებს. დამატებით, ვარჯიში აჩქარებს გლუკოზის კუნთებისკენ გადატანის პროცესს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხშირი ვარჯიშის შემთხვევაში, სისხლში გლუკოზის და ინსულინის დონე დაბალია და შესაბამისად, ძუძუს კიბოს და მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკიც კლებულობს.

მეორე ტიპის კვლევებმა აჩვენა, რომ ინტენსიური ვარჯიშები, რომლის შედეგადაც ორგანიზმი დიდი რაოდენობით ოფლს გამოყოფს (მაგ, კარდიო ვარჯიშები), ესტროგენის ჰორმონის დაშლაში გვეხმარება, რაც ასევე კარგი პრევენციაა.

healthy-breast-habits-3

და მაინც, რამდენი უნდა ვივარჯიშოთ? რაც მეტი, უკეთესი - ექიმების პასუხი მარტივია. რაც უფრო ხშირად და მეტი დატვირთვით ვივარჯიშებთ, მით უფრო მეტ დაცვას გამოვიმუშავებთ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ. იდეალური იქნებოდა  ყოველდღიურად ერთსაათიანი ვარჯიში, მაგრამ თუ ამის შესაძლებლობა არ არის, ექიმები გვირჩევენ, კვირაში 4-5-ჯერ ერთი საათის განმავლობაში ვარჯიშს.  და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: მუდმივად უნდა ვცვალოთ ვარჯიშის დროს დატვირთვა და სავარჯიშოების თანმიმდევრობა/რუტინა და მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში ვაკეთოთ კარდიო ვარჯიშები.

დასკვნა: ვარჯიში უნდა ვაქციოთ ცხოვრების წესად, ყოველგვარი დაზარების, ცუდი ამინდის, წვიმის, ქარის და უგუნებობოს მომიზეზების გარეშე.

ჯანმრთელობას და სილამაზეს გისურვებთ!

ანიკა

მსგავსი ბლოგები