We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რა გავლენას ახდენს საკვები ჩვენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე

_from blog_:
_November_ 10, 2017
_by_ Anika
ანიკას ბლოგში არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს საკვები ჩვენს გარეგნობაზე, როგორ აისახება ესა თუ ის პროდუქტი კანის მდგომარეობაზე, რა უნდა მივირთვათ ვარჯიშამდე და მის შემდეგ, რომელი პროდუქტებია სასარგებლო ჯანსაღი მხედველობისთვის და ა.შ. დღევანდელ პოსტში ამ თემას განვავრცობ და იმ საკვებ პროდუქტებზე მოგიყვებით,  რომლებიც განსაკუთრებით დადებითად აისახება ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებზე.

რეალურად, თავის ტვინის აქტიური ფუნქციონირებისთვის საჭიროა ორგანიზმის მიერ მიღებული მკვებავი ნივთიერებების არანაკლებ 20%. საამისოდ საჭიროა, რომ ჩვენ მიერ მიღებული პროდუქტები იყოს ვიტამინებით, ამინო-მჟავებით და ცხიმებით მდიდარი.

ორაგული - მდიდარია ომეგა-3 ცხიმ-მჟავებით. ჩვენი ტვინი 60%-ით კარბონმჟავების ორგანული ნაერთებისგან და გლიცერინისგან შედგება, მარტივად რომ ვთქვათ, ცხიმებისგან. ისინი ენერგიის გამომუშავებას, ნერვული იმპულსების გადაცემას, ორგანიზმის დაცვას და ბევრ სხვა ფუნქციას ატარებენ, რის გამოც მათი მუდმივი შევსება ძალიან მნიშვნელოვანია. მეცნიერების თქმით, ამ მხრივ გამორჩეულად სასარგებლო ომეგა-3 ცხიმმჟავებია, რომელსაც თევზის ცხიმიან ჯიშებში - მაგალითად, ორაგულში ვხვდებით.

1382545141944

შვრია - თუთიის საუკეთესო წყაროა, რომელიც ჩვენი ორგანიზმის კუნთებში, ძვლებში, სისხლში, ღვიძლსი და თვალის ბადურაშიც კი გვხვდება. ის ახალგაზრდული იერის შენარჩუნებასთან ერთად, მეხსიერების გაჯანსაღებაში გვეხმარება. თუთიის გარდა, შვრია მდიდარია მაგნიუმით და რკინით, ასევე უხეში უჯრესით და ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დარეგულირებას.

ბროკოლი - მდიდარია ფოლიუმის მჟავით, რომელიც B9 ვიტამინის ბუნებრივი ფორმაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედების ზრდაში და დნმ-ის ფორმირებაში,  ასევე გავლენას ახდენს აღქმის უნარზე და მოტივაციაზე. ფოლიუმის ნაკლებობისას ადვილად გვეუფლება დაღლილობის შეგრძნება, კანი მშრალი ხდება, ფრჩხილები კი მსხვრევადი.

შოკოლადი - ფლავანოლების ერთგვარი საბადოა. ფლავანოლები ბუნებრივი ნაერთებია, რომლებიც დადებითად მოქმედებენ გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე. ბუნებრივი ანტიოქსიდანტები სისხლძარღვების ელასტიურობას ზრდიან და არტერიულ წნევას არეგულირებენ, ასევე სასიკეთო გავლენას ახდენენ კოგნიტურ შესაძლებლობებზე. ფლავონოლებს დიდი ოდენობით შეიცავს კაკაოს მარცვალი, შესაბამისად, ხარისხიანი შოკოლადი ამ მხრივ, კარგი წყაროა საჭირო ნივთიერებების მისაღებად.

დროებით,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_