We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რა გვასწავლა 2016 წელმა

_from blog_:
_December_ 11, 2016
_by_ Anika
ტენდენცია, ტრენდი - დროებითი და ცვალებადი მოვლენაა, სეზონიდან სეზონამდე თუ წლიდან წლამდე. მოდა და ტენდენციები ჩაცმისა და აქსესუარებით მორთვის გარდა ზოგადად ცხოვრების წესსაც გულისხმობს: რას მივირთმევთ, როგორ ვვარჯიშობთ, სად დავდივართ სამოგზაუროდ, რომელი აზიური რესტორანი სჯობს და ა.შ. ტენდენციები ჯანსაღ კვებაზეც ახდენს გავლენას - წლიდან წლამდე ახალ-ახალი ნორმატივები გვხვდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის ნახშირწყლებია მავნებელი, რა სახეობის ზეთის მიღება სჯობს და სხვა მრავალი. მოდით, დღევანდელ პოსტში გადავხედოთ, თუ რა ვისწავლეთ თითქმის უკვე გასული 2016 წლიდან:

- ჭეშმარიტება ნაჯერ ცხიმებთან დაკავშირებით არ შეცვლილა: ის ისევ მავნებელია ჯანმრთელობისთვის და შესაძლოა იყოს რიგი გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების გამომწვევი. კარაქის მოყვარულებს გული კი დავწყვიტეთ, მაგრამ ყოველთვის არის უფრო ჯანსაღი არჩევანი: ჯანსაღი მცენარეული ზეთები, როგორიცაა ზეითუნის ზეთი.

- ზეითუნის ზეთი ისევ საუკეთესო მეგობარია წონაში დაკლების მსურველებისთვის. მისი სისტემატური მოხმარება გაცილებით ეფექტიანად დაგაკლებინებთ წონაში ვიდრე დაბალცხიმიანი დიეტის დაცვა.

Sushi rolls resting on a plate with ginger and wasabi

- იაპონური საკვები კარგი არჩევანია. გასტრონომიული გაიდლაინები იაპონელებისთვის ასე გამოიყურება: ბრინჯი, ბოსტნეული, თევზეული, ხორცი და სოიოს პროდუქტები. ამის დამსახურებით კი ამომავალი მზის ქვეყნის მაცხოვრებლებს  საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 83 წელია.

- გამომშრალი მარცვლეული (ოსპი, თურქული ბარდა, ლობიო) წონაში დაკლებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დამხმარეა. ასეთი მარცვლეული დიდი რაოდენობით უჯრედისს, ცილას, რკინას და ფოლიუმის მჟავას შეიცავს, ეს ყველა ჩამოთვლილი კი მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვების რაციონისთვის.

honey

- თაფლი დიეტური პროდუქტი არ არის. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ თაფლის მოხმარება იმავე რეაქციას იწვევს ორგანიზმში, როგორსაც ლერწმის შაქარი და ფრუქტოზის მაღალი შემცველობით გამორჩეული სიმინდის სიროფი: მაღლა სწევს სისხლში შაქრის დონეს, ინსულინს, ქოლესტერინს და შესაბამისად, წონაში მატებასაც უწყობს ხელს.

- წყლის მიღება განაპირობებს ჩვენს მხნედ და ჯანსაღად ყოფნას. დილით, უზმოდ 1-2 ჭიქა მინერალებით მდიდარი წყლის მიღება და დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე ნორმის დაცვა ორგანიზმს წყლისს ბალანნსაც აღადგენინებს, თქვენ კი თავს მხნედ, ენერგიულად გაგრძნობინეთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_