We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რა გვჭირდება ბუნებრივი, NUDE მაკიაჟისთვის

_from blog_:
_January_ 10, 2015
_by_ Anika
მოდურ ტენდენციებზე საუბარს არ ვაპირებ: ვიცი, რომ ე.წ. nude მაკიაჟი პერიოდულად იბრუნებს აქტუალობას და სეზონის გამოკვეთილი ტენდენციაა ხოლმე. თუმცა, პირადად ჩემთვის, ბუნებრივი და მდგრადი მაკიაჟი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი და არავითარ ტენდენციების ცვალებადობებს არ ექვემდებარება. ამიტომაც, დღეს ისეთ კოსმეტიკურ საშუალებებს გაგიზიარებთ, რომლებიც ასეთი ბუნებრივი, ყოველდღიური დღის მაკიაჟის შექმნაში გამოგადგებათ.

SB_C03M_430

Smashbox Contour Palette - ფანტასტიური რამაა, სახის კორექტორების (3 ფერი) იდეალური ნაკრები. ნაკრების სამი განსხვავებული ფერიდან ერთი კონტურების გამოსაკვეთადაა განკუთვნილი, მეორე - ბრონზერია, ხოლო მესამე კი ჰაილაითერი. კომპლექტს მოყვება ფუნჯი, რომლის მეშვეობითაც მონაცრისფრო ტონის კორექტორს ყვრიმალის ქვეშ და ცხვირის ნესტოების გაყოლებაზე გადაისვამთ, ღია ფერის კორექტორით კი ცხვირის ძვალს, ყვრიმალის ქვედა მონაკვეთს, ოდნავ შუბლს და ნიკაპს გამოყოფთ.

21-Soleil-Tan-de-Chanel-Bronzing-Makeup-Base

Chanel-ის ბრონზერი Soleil Tan de Chanel - ეს ბრონზერი კრემისებური ტექსტურისაა და მისი ტონალური კრემის ნაცვლად გამოყენება სრულიად შესაძლებელია. თუმცა, ალბათ, უფრო ზაფხულის პერიოდში, როცა კანი ისედაც მზისგან შეფერილია. ზამთარში კი, ამ ბრონზერის დახმარებით სახის კონტურის დავიწროებას და მსუბუქი რუჯის ეფექტის შექმნას შეძლებთ: თამამად შეგიძლიათ ის თქვენი ყოველდღიური ტონალურის ზემოდან გადაისვათ ან საერთოდაც დამოუკიდებლად.

2268085

Smashbox-ის თვალის ჩრდილების ნაკრები Full Exposure Palette - ამ არაჩვეულებრივ ნაკრებში 14 ფერია შესული, რომელთაგან გარკვეული ფერების გამოყენება წარბების საკორექციოდაცაა შესაძლებელი. თან ნაკრებს ძალიან პრაქტიკული ფუნჯი მოყვება, რაც იშვიათობაა - პირადად მე იშვიათად ვიყენებ ხოლმე ასე ნაკრებებში ჩადებულ ფუნჯებს, იმიტომ რომ ნაკლებად ფუნქციურია.

mac mascara 2

M.A.C.-ის ტუში შავ ფერში In Extreme Dimension 3D Black lash   - ძალიან ზომიერი ტუშია: წვიმაშიც რომ მოხვდეთ, არ გაიტყიპნებით; იდეალურად ნაწილდება წამწამებზე და ზომიერ მოცულობას მატებს და აგრძელებს წამწამებს.

guerlain-lingerie-de-peau-bb-beauty-booster-invisible-skin-fusion-multi-perfecting-makeup

BB Beauty Booster Guerlain-ისგან - ეს BB კრემი ტონალური საცხივით სრულყოფილად ვერ ნიღბავს სახეზე არსებულ ხარვეზებს, სამაგიეროდ კარგად უმკლავდება თვალის ქვეშ სიშავეებს, შეწითლებულ ადგილებს, გამონაყარის ნაკვალევს და თითქმის მთელი დღე ძლებს კანზე.

Diorskin-Star-Concealer

კონსილერი Dior Skin Star - დიორის ეს სიახლე შემოდგომაზე გამოვიდა გაყიდვაში და მაშინვე დიდი პოპულარობა მოიპოვა იმის გამო, რომ დანაპირები - ეფექტური სტუდიური მაკიაჟი და იდეალური კანის ტონი - შეასრულა.

495924_in_pp

Givenchy-ს პომადა Le Rouge Beige Caraco 107 - ტუჩისფერი, ბუნებრივი ტუჩის საცხია. კონკრეტულად ეს ფერი იდეალურად ნაწილდება ტუჩზე, ოდნავ მუქი შეფერილობისაა ბუნებრივ ფერთან შედარებით და თუ ტუჩის კონტურზე ოდნავ ზემოთ გადაისვამთ, მაშინ ეშმაკურად ტუჩის ვიზუალურად გადიდებასაც შეძლებთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_