ბლოგი:
მარტი 30, 2014
ავტორი Anika
მგონი, სიცივეს და ქარიან ამინდებს საბოლოოდ უნდა გამოვემშვიდობით და მაქსიმალურად გადავეწყოთ გაზაფხულის “ტემპერამენტზე” და ჩვენს კანს სწორედ იმგვარად მოვუაროთ, როგორც ამას ახალი სეზონი ითხოვს. მათ შორის, გაზაფხულის ყველაზე მუხანათი პრობლემები თავისუფალი რადიკალები, ფოტოდაბერება, მქრქალი ფერი და მოდუნებული სახის ოვალია. ამ ყველაფერთან გასამკლავებლად კი სწორედ რომ საგაზაფხულო სიახლეები გვჭირდება, რომელთა შორის ყველაზე საინტერესოებს ამ ბლოგ-პოსტში გაგაცნობთ.
Helena Rubinstein-ის Life Pearl Cellular თამამად შეიძლება ითქვას, რომ გაზაფხულის ერთ-ერთი საუკეთესო დაბერების საწინააღმდეგო ელექსირია - მისი წყალობით სახის კანს სიმკვრივე, მბზინვარება, ერთგვაროვანი ფერი უბრუნდება და კანის ტურგორი საგრნობლად უმჯობესდება. რის ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი: შრატი უჯრედების შიდა სტრუქტურას აუმჯობესებს, მათ შორის ინფორმაციის გაცვლას არეგულირებს,ჩქარდება მეტაბოლიზმი და უჯრედები საბოლოო ჯამში, უფრო დინამიური ხდებიან. ეს ყველაფერი კი ერთობლიობაში კანს ახალგაზრდულ იერს უბრუნებს: არ დაგავიწყდეთ, რომ ამ პროდუქტის შექმნაში მსფოლიოს ერთ-ერთ ცნობილ პლასტიკურ ქირურგს მიშელ პფულგსაც აქვს წვლილი შეტანილი.
ჰელენა რუბინშტეინის ამ სიახლეს დამსახურებულ კონკურენციას უწევს იაპონური ბრენდის, Shiseido-ს სახის შრატი. სახის კანის უჯრედების რეგენერაციის უნარის მქონე უნიკალური ფორმულის წყალობით, მინიმუმამდე არის დაყვანილი უჯრედების დეენემის დაზიანება, რის შედეგადაც კანი გაცილებით გამძლე ხდება სტრესის, ასაკობრივი ცვლილებებისა და გარემო ფაქტორების მიმართ.
თვალის და ყელის დელიკატური ზონის მოსავლელად, გირჩევთ, Christina-ს unstress eye and neck concentrate სცადოთ, რომელიც ნაზ კანსაც კარგად ატენიანებს და მას აუცილებელი დაცვითაც უზრუნველყოფს.
სახის კანის პილინგისთვის Ahava-ს მსუბუქი მოქმედების პილინგის გელი სცადეთ, რომელიც კანის განახლებას ასტიმულირებს და ეფექტიანად აცილებს მკვდარ უჯრედებს, შედეგად სახის კანი მბზინვარე, დატენიანებული და ჯანსაღი ხდება.
და ბოლოს, 01%-იანი სუფთა რეტინოლის შემცველი La Roche-posay-ის ასაკობრივი ინტენსიური კორექტორი redermic[r], რომელიც საგრძნობლად ამცირებს ნაოჭებს, ასწორებს კანის ზედაპირს და კანის ფერს ახალისებს. მისი გამოყენება ყოველდღიურად არის შესაძლებელი და როგორც ამბობენ, ის ღრმა ნაოჭებსაც კარგად უმკლავდება.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა