ბლოგი:
მაისი 10, 2013
ავტორი Anika
დღევანდელ პოსტში ჯანსაღი კვების წესების თემას ვაგრძელებ და მინდა ექსპერტების ის რამდენიმე რჩევა/რეკომენდაცია შემოგთავაზოთ, რომლებიც ჭამის შემდგომ პერიოდს ეხება. კერძოდ, რა არ უნდა მოვიმოქმედოთ საკვების მიღების შემდეგ.
რჩევა N1 - პირველი წესი მწეველებს ეხებათ და ის იმაში მდგომარეობს, რომ ჭამის შემდეგ სიგარეტის მოწევაზე ვთქვათ უარი (თუ საერთოდ მოწევაზე ვერ ვამბობთ უარს). დეტალური, მეცნიერული დასაბუთება არ ვიცი, მაგრამ როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, ჭამის შემდეგ მოწეული ერთი ღერი სიგარეტი თავისი მავნებლობით ათ მოწეულს სიგარეტს უდრის - დასკვნები თავად გააკეთეთ.
რჩევა N2 - ნუ დააყოლებთ სადილს (ან ნებისმიერ სხვა კვებას) ხილს: ხილი მიღებულ საკვებთან ერთად საკმაოდ არასასიამოვნო დუღილის პროცესს იწვევს ორგანიზმში, რაც გაზების დაგროვებას უწყობს ხელს. ამას გარდა, ხილში არსებული ვიტამინების სრულყოფილი შეწოვაც აღარ ხდება ასეთ დროს. ასე რომ, ყოველთვის მიიღეთ ხილი საკვებამდე 15-30 წუთით ადრე ან კვების შემდეგ 1.5-2 საათის შემდეგ.
რჩევა N3 - ბევრ თქვენგანს ამ რჩევამ შესაძლოა ღიმილიც კი მოგვაროს, მაგრამ ის ასე ჟღერს: თუ ჭამის დროს ქამარი კარგად გქონდათ მოჭერილი, არც იფიქროთ ჭამის შემდეგ მისი შეხსნა. როგორც ექიმები გვარწმუნებენ, ასეთ დროს ჩვენ უხეშად ვერევით საჭმლის მონელების პროცესში - ასე საკვები ერთდროულად ჩაეშვება ქვევით, რაც საჭმლის მონელების დროებით, სრულად ბლოკირებას გამოიწვევს.
რჩევა N4 - ნუ მიიღებთ შხაპს ან აბაზანას ჭამის შემდეგ. ბანაობის დროს, სისხლის მიწოდება ძლიერდება ხელების, ფეხების და სხეულის ზედაპირის მიმართულებით, რაც შედეგად აფერხებს კუჭისთვის საკმარისად სისხლის მიწოდებას.
რჩევა N5 - ძილი რომ ჭამის შემდეგ არ არის რეკომენდირებული, ეს, ვფიქრობ, მხოლოდ ლუარსაბმა და მისმა მეუღლემ არ იცოდნენ ან უბრალოდ უგულვებელყოფდნენ ამ რჩევას. ექიმების მარტივი ახსნა ისაა, რომ ამით მარტივად შეგვიძლია გასტრიტი ან კუჭთან დაკავშირებული ინფექცია შეგვეყაროს.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა