წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რა გვემართება, როცა ვარჯიშის შემდეგ ენერგიის აღდგენას არ ვახდენთ

ბლოგი:
მაისი 14, 2018
ავტორი Anika
ანიკას ბლოგში ადრეც მიხსენებია არაერთხელ, რომ ვარჯიშის დასრულების შემდეგ აუცილებელია დახარჯული ენერგიის აღდგენა. თუმცა, ასე მარტივად გაჟღერებული ფრაზა სავარაუდოდ, ბევრი თქვენგანისთვის ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერს კონკრეტული ფაქტების მითითების გარეშე: რატომ არის აუცილებელი ენერგიის აღდგენა, რა მოხდება თუ ასე არ მოვიქცევით და როგორ უნდა აღვიდგინოთ ენერგია?

ფიტნესის სპეციალისტების თქმით, თუ თქვენ ვარჯიშის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში არ აღიდგენთ ენერგიას, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ არც გივარჯიშიათ. უნდა დავიმახსოვროთ, რომ ცვლილებები ორგანიზმში ხდება არა ვარჯიშის მიმდინარეობისას, არამედ მას შემდეგ, ვარჯიშის საპასუხოდ. ამიტომაც, რაც უფრო გაცდებით ვარჯიშის შემდგომ 30-წუთიან სავალდებულო მონაკვეთს და დააგვიანებთ აღდგენას, მით უფრო ნაკლებად მიიღებს კუნთების უჯრედები საჭირო ნახშირწყლებს და ცილებს ორგანიზმის არსადგენად და ენერგიით ასავსებად.

ამას გარდა, ორგანიზმს შესაბამისი რეაგირება ექნება კორტისოლის (სტრესის ჰორმონი) მაღალ მაჩვენებლებზე და იმუნურ სისტემას აიძულებს ანთებითი პროცესის სახით გამოიმუშაოს რეაცია. ეს ყველფერი კი ჯამში, ხელს უშლის გლიკოგენის მარაგის აღდგენას და კუნთის ფორმირების პროცესს. მოკლედ, თუ თქვენ სისტემატურად არღვევთ ამ 30-წუთიან ვარჯიშის შემდეგომ აღდგენის აუცილებლობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმს მუდმივ სტრესში და ანთებით პროცესში ამყოფებთ. ამიტომაც, ორგანიზმი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ენერგიას ცხიმის მარაგად გარდაქმნის საიმისოდ, რომ შემდეგ ჯერზე როცა ზედმეტად დაიტვირთებით და საჭირო ოდენობის საკვებს არ მიიღებთ, ორგანიზმის მომზადებული შეხვდეს ამ ყველაფერს. ამიტომაც, თუ არ გსურთ რომ საპირისპირო ეფექტი მიიღოთ და მაქსიმალური სარგებელი ქონდეს თქვენს ვარჯიშს, აუცილებლად უნდა დაიცვათო 30-წუთიანი ოქროს წესი.

ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი ვარჯიშის შემდეგ ენერგიის აღასდგენად სმუზია, სადაც 3:1 თანაფარდობით უნდა იყოს დაცული ნახშირწყლების მიმართებაზე ცილებთან, თუმცა ერთი ჭიქა მაწონი ან კეფირი მეორე იდეალურ ალტერნატივად შეგიძლიათ შემოინახოთ.

წარმატებები!

ანიკა


მსგავსი ბლოგები