წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რა კავშირი აქვს პომადის ფერს ჩვენს ასაკთან

ბლოგი:
დეკემბერი 11, 2017
ავტორი Anika
ბლოგ-პოსტის სათაურზე ბევრ თქვენგანს შესაძლოა, გაეცინოს კიდეც, მაგრამ რეალურად, კავშირი ჩვენს ასაკსა და პომადის ფერს შორის არსებობს. რასაკვირველია, არჩევანში ყველა თავისუფალია და ვისაც რა სურს, ის შეუძლია მოიხმაროს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ამ ვიზაჟისტებს თუ დავეკითხებით, გარკვეული "დაუწერელი წესები" მაინც არსებობს, რაც ისევ და ისევ ჩვენ გვეხმარება ჩვენს ასაკთან ადკექვატურად და შედარებით ახალგაზრდულადაც გამოვიყურებოდეთ.

რომელი ტონალობებია ახალგაზრდა გოგონებისთვის შესაფერისი ვიზაჟისტების რჩევით? რეალურად, ნებისმიერი ფერი და ტექსტურა გამოდგება ამ შემთხვევაში, ერთადერთი რაც გასათვალისწინებელია, ეს ტუჩების მოყვანილობაა: მათ, ვისაც თხელი ტუჩები აქვთ, უმჯობესია თავი შეიკავონ მუქი ფერის პომადების და გლუვი ტექსტურის გამოყენებისგან. ასეთ შემთხვევაშ მუქი ფერი ხაზს გაუსვამს ტუჩების სითხელეს, პრიალა და ღია ტონალობის პომადა კი პირიქით მათ მოცულობას შესძენს. მოკლედ, 20-30 წლები იდეალური პერიოდია საიმისოდ, რომ მაქსიმალურად ყველაფრის გამოცდა შეძლოთ და უკვე 30 წლისთვის დაახლოებით გეცოდინებათ, რომელია თქვენი ფერი და ტონალობა.

330@500@d70097091220fc86bf493aaf8d59ffe2-N2I2Nzk5M2RiNw

30 წლის შემდეგ, როგორც წესი, უპირატესობა ენიჭება დამატენიანებელი ეფექტის მქონე ტექსტურას, რომელიც ტუჩებისთვის ძალიან კომფორტულია. გამოკვეთილად მბზინავი პომადები სჯობს გვერდზე გადადოთ და ყურადღება ტუჩის კონტურის სათანადოდ გამოკვეთაზე გადაიტანოთ. თამამად გამოიყენეთ წითელი, ბორდოსფერი ტონალობები, NUDE ფერს რაც შეეხება, სასურველია ის თვალის გამოკვეთილ მაკიაჟს ეხამებოდეს და მასში უფრო მეტად იყოს გამოკვეთილი მოვარდისფრო პიგმენტი.

40 წლისთვის უკვე სასურველია აქცენტი ისეთ ფერებზე გადავიტანოთ, სადაც გამოკვეთილია მოწითალო პიგმენტი - წითელის, ბორდოსფერის და ვარდისფერის სხვადასხვა ტონალობები. Nude და ნარინჯისფერი ტონალობები სჯობს მინიმუმამდე დავიყვანოთ და ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებლად გამოვიყენოთ ტუჩის ფანქარი, სათანადო კონტურის შესაქმნელად.

50 წლის ასაკისთვის, ვიზაჟისტები უკვე მხოლოდ იმ ფერის პომადების გამოყენებას გვირჩევენ, რომლებიც სახეს ნათელ ელფერს შემატებენ, ესეთი ფერები კი წითელი და ღვინისფერი პიგმენტის მქონე ტონალობებია. მუქი პომადები და გლუვი ტექსტურის მქონე ვარიანტები სჯობს გვერდზე გადადოთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები