წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რა მეთოდებით მოვიშოროთ თვალის უპეების სიშავეები

ბლოგი:
ივნისი 22, 2016
ავტორი Anika
თვალის ზონისთვის განკუთვნილ ეფექტიან საცხებზე და შრატებზე ჩვენს ბლოგში პერიოდულად ვსაუბრობთ ხოლმე, ამიტომაც დღევანდელ პოსტში გადავწყვიტე, ამ პრობლემის სახლის პირობებში მოგვარების მეთოდებზე მოგიყვეთ და საინტერესო რეცეპტები გაგიზიაროთ.

1. ნუშის ზეთი - ძალიან ეფექტიანია თვალის ირგვლივ არსებული ნაზი კანის შემთხვევაში. რეკომენდებულია, ყოველ ღამით, ძილის წინ, გასუფთავებულ კანზე ნუშის ზეთის შეზელვა ნაზი მოძრაობებით, გარედან შიდა მიმართულებით. დამატებით, ნუშის ზეთში შეგვიძლია E ვიტამინის დამატებაც. დილით ზეთს გრილი წყლით ჩამოვიბანთ და თვალის საცხს წავისვამთ.

239076,xcitefun-cucumber-for-skin

2. კიტრი - მას კანის გამაღიავებელი, დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და ეს ბევრმა თქვენგანმა იცის, ალბათ. კიტრი თხლად დავჭრათ და ნახევარი საათით მაცივარში შევდოთ. შემდეგ 10 წუთი თვალზე გავიჩეროთ. ბოლოს წყლით ჩამოვიბანოთ. ამ პროცედურის ჩატარება ყოველდღიურად (დღეში ორჯერაც) 7-10 დღის განმავლობაში არის რეკომენდებული.

3. უმი კარტოფილი - უმი კარტოფილი წვრილ სახეხზე გავხეხოთ. გამოსულ წვენში ჩავალბოთ ბამბის ტამპონი და თვალზე კარგად გადავისვათ. ასე გავიჩეროთ 10-15 წუთი. ეს პროცედურა შეგვიძლია ყოველდღიურად ჩავიტაროთ, რამდენიმე კვირის განმავლობაში.

Tomato-Juice

4. პომიდორი - ერთ კოვზ პომიდვრის წვენს დავუმატოთ ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და მიღებული მასა თვალებზე გადავისვათ 10 წუთით. ეს მანიპულაციაც ყოველდღიურად შეიძლება ჩატარდეს, რამდენიმე კვირის განმავლობაში. შეგიძლიათ მხოლოდ პომიდვრის წვენიც გადაისვათ, ესეც ძალიან ეფექტიანია.

5. ლიმონის წვენი - წვენში შემავალი C  ვიტამინი კანის გაღიავებას უწყობს ხელს. ავიღებთ ბამბის ტამპონს და დავასველებთ ლიმონის წვენით, გადავისვამთ თვალებზე. გავიჩერებთ 10 წუთი და შემდეგ გრილი წყლით ჩამოვიბანთ. პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ყოველდღიურად, 2-3 კვირის განმავლობაში.

წარმატებები!

ანიკა

მსგავსი ბლოგები