We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რა მეთოდით უნდა დავლიოთ პროტეინის შეიკი თუ წონაში დაკლება გვსურს

_from blog_:
_June_ 13, 2018
_by_ Anika
პროტეინის ფხვილი ბევრი ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარის რაციონის განუყოფელი ნაწილია. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად აქტიურად ხართ სპორტით დაკავებული, ხარისხიანი პროტეინის ფხვნილით მომზადებული შეიკი უამრავი ადამიანისთვის კუნთოვანი მასის ფორმირების ხელშეწყობის ან წონაში კლების აუცილებელი თანმდევი ელემენტია. ამ საკითხით დავინტერესდი და ინტერნეტში მასალები მოვიძიე და რაც გამოვარკვიე, მოკლედ მოგახსენებთ დღევანდელ ბლოგ-პოსტში:

- რეალურად, 32,4 გრამი პროტეინის ფხვნილია საჭირო 60 კილოს წონის მქონე ადამიანზე დღიურად;

- ნუტრიციოლოგების თქმით, მნიშვნელოვანია ხარისხიანი და ჯანმრთელი პროტეინის ფხვნილის შეძენა, რისთვისაც ყურადრება უნდა მივაქციოთ ეტიკეტზე მითითებულ შემადგენლობას: ფხვნილი არ უნდა შეიცავდეს შაქარს, ხელოვნურ დამატკბობელს (დასაშვებია მხოლოდ მცენარეული შაქარი სტევია) , ხელოვნურ გემოებს, ფერის მისაცემ სპეციალურ ნივთიერებებს. საუკეთესო არჩევანია ბარდას პროტეინზე, რძის შრატის ცილის პროტეინზე, ყავისფერი ბრინჯის პროტეინზე დამზადებული ფხვნილები. რაც უფრო ნაკლები ინგრედიენტია ფხვნილში, მით უკეთესი;

Study-that-alleges-many-protein-powders-contain-heavy-metals-gets-big-pushback-including-threatened-legal-action_wrbm_large

- ვისაც კუნთოვანი მასის მატება სურს, მათთვის იდეალურია პროტეინის ფხვნილზე დამზადებული შეიკის ვარჯიშის შემდეგ მირთმევა. თუმცა, თუ თქვენ სხვა მიზანი გაქვთ, კერძოდ, წონაში დაკლება, მაშინ უმჯობესია ასეთი შეიკის მისართმევად სხვა დრო შეარჩიოთ. თუ თქვენ ვარჯიშობთ, პროტეინის შეიკს სვამთ, მაგრამ ამის მიუხედავად თამამად აგრძელებთ არაჯანსაღი სასუსნავოების მირთმევას (ტკბილეული, ცომეული), ასეთ შემთხვევაში წონაში კლების მხრივ ვერაინაირ პროგრესს ვერ მიიღებთ. გახსოვდეთ, რომ პროტეინის შეიქებს თავისი კალორიუობა აქვთ, რომელიც დღიურ ნორმაში უნდა გაითვალისწინოთ;

- რამდენად ღირს დღის ერთი კონკრეტული კვების ჩანაცვლება პროტეინის შეიკით, ამასთან დაკავშირებით დიეტოლოგებს განსხვავებული აზრები აქვთ. თუმცა, წონაში კლების მსურველებს ურჩევენ, ფხვნილთან ერთად შეიკის მოსამზადებლად ხილი და ფოთლოვანი ბოსტნეული გამოიყენონ, საიმისოდ, რომ ორგანიზმმა მიიღოს საჭირო სასარგებლო ნივთიერებები.

_OTHER BLOGPOSTS_