წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რა მოვუხერხოთ ფეხების დაღლილობას

ბლოგი:
სექტემბერი 10, 2013
ავტორი Anika
დღეისთვის ფეხების სიმძიმის შეგრძნება და შეშუპება აქტიური და დაკავებული ქალების ნახევარზე მეტისთვის საღამოს მონაკვეთის ყველაზე არასასიამოვნო ნაწილია: დამქანცველი დღის შემდეგ სახლში მისულს, ყველაფერთან ერთად, ამ დისკომფორტთანაც გიწევს გამკლავება. არადა, ამის საპრევენციოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებზე უარის თქმა, არამგონი, ბევრისთვის იყოს განსახილველი ალტერნატივა. ბუნებრივია, რომ ვერც სამუშაო გრაფიკზე იტყვი უარს იმის გამო, რომ საღამოობით ფეხების გადაღლილობა გაწუხებს.

რა შეიძლება იყოს გამოსავალი ამ სიტუაციიდან? პროფესიონალების რამდენი რჩევა ამ მდგომარეობის მაქსიმალურად შემსუბუქებაში დაგვეხამრება, ამ რჩევებს კი დღევანდელ პოსტში გაგაცნობთ.

1. ფეხის აბაზანები - ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი კონტასტული აბაზანების მიღებაა. ამისათვის კი აბაზანა კოჭებამდე ცივი წყლით აავსეთ და წყალში სულ მცირე 33 ნაბიჯი გადადგით. თუ სახლში ჩასაწოლი აბაზანა არ გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ ორი ტაშტი აიღოთ და ერთში თბილი, მეორეში კი გრილი წყალი ჩაასხათ. პროცედურის დაწყება თბილი წყლით აჯობებს, შემდეგ გრილზე გადადით და ასე 10-ჯერ მაინც შეიცვალეთ თბილი და გრილი წყალი. ამ პროცუდურისთვის შეგიძლიათ ზღვის მარილის გამოყენებაც - ის კარგად ხსნის ფეხებიდან დაღლილობას  და კანის აღდგენის პროცესსაც უწყობს ხელს.

2. ვარჯიში - ეს მარტივი სავარჯიშო, ფეხის დაღლილობის მოხსნაში ძალიან დაგეხმარებათ. რას ვაკეთებთ: ფეხის წვერებზე 2-3 წუთის განმავლობაში გავივლით, შემდეგ გავსწორდებით და ტერფებზე დავდგებით ჩვეულებრივად. ამის შემდეგ კი ქუსლებზე გადავიტანთ სხეულის მთელ სიმძიმეს და ისევ 2-3 წუთი ქუსლებით გავივლით. დასრულებისთანავე, ტერფებით წრიულ მოძრაობებს გავაკეთებთ ორივე მიმართულებით 10-10-ჯერ, ბოლოს კი დამჯდარი ან დაწოლილი ფეხებს წინ გავშლით და ფეხის წვერებს მაქსიმალურად ჩვენსკენ გადმოვქაჩავთ - ასე რამდენიე წამი უნდა გავჩერდეთ.

600x621_0xd42ee429_16335467171377691584

3. და ბოლოს, ამ ყველაფერს კოსმეტიკურ საშუალებებსაც თუ მიახმარებთ, შედეგი ნამდვილად საუკეთესო უნდა იყოს. ფეხის საცხის და სპრეის შეძენისას, მიაქციეთ ყურადღება, რომ პროდუქტის შემადგენლობაში შედიოდეს წიწვი, მენთოლი, სოჭი ან ღვია, რომელთაც მსუბუქი გამაგრილებელი ეფექტი აქვთ და ფეხებს სიმსუბუქის შეგრძნებას ადვილად უბრუნებენ.

პროდუქტები: 1. ფეხის მკვებავი კრემი ალოე ვერას და გარგარის შემცველობით Nourishing Foot Cream, Swiss Nature; 

2. Yves Rocher-ს მცენარეულ ექსტრაქტებზე დამზადებული ფეხის კრემი დაღლილობისთვის;

3. Neutrogena-ს ფეხის დეოდორანტი არასასიამოვნო სუნის და ქავილის წინააღმდეგ;

 4. არომათერაპიული, დამარბიელებელი მარილი ფეხის აბაზანებისთვის Marine Mineral Bath, СND

5. Relaxlegs, Methode Jeanne Piaubert-გან ფეხების მოსადნებლად და სიმსუბუქისთვის. 

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები