We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რა მოვუხერხოთ ჰიპერპიგმენტაციას სახლის პირობებში

_from blog_:
_December_ 25, 2015
_by_ Anika
პიგმენტური ლაქები სახეზე ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული: ჰორმონალური ფონი (მაგ, ორსულობა), მზეზე დამცავის გარეშე ყოფნა ან ანთებითი პროცესი. საუკეთესო შველა ამ დროს პილინგებია, სხვადასხვა ტიპის პილინგი, რომელსაც სალონში, პროფესიონალ კოსმეტოლოთან ვიტარებთ. ასეთი პიილნგები ეფექტურია, თუმცა, ხანგრძლივი და მყარი ეფექტის მისაღებად, რეკომენდებულია სახლის პირობებშიც დამხმარება პროცედურების ჩატარება. მართალია, ისინი ისეთ სწრაფ შედეგს ვერ იძლევა, როგორს პროფესიონალური პროდუქტებით სალონში ჩატარებული პროცედურა, თუმცა თუ თქვენ არ დაიზარებთ და სისტემატურად გაიკეთებს სახლის პილინგებს, მაშინ სახის ფერის საგრძნობლად გაუმჯოებსებას, პიგმენტური ლაქების გაფერმკრთალებას და ზოგადად სახის გაღიავებას აუცილებლად შეძლებთ.

მაინც რა ტიპის პილინგის გაკეთებაა შესაძლებელის სახლის პირობებში?

პილინგი მსუბუქი მათეთრებელი ეფექტით - ეს ძალიან მარტივია. კიტრს გავთლით, დავაბლენდერებთ და წვენს გამოვწურავთ. 1 სუფრის კოვზ შვრიის ფანტელს ავურევთ 1 ჩაის კოვს ზღვის მარილთან ერთად და ამ ნაზავს დავამატებთ კიტრის წვენს, მოვურევთ კარგად, კრემისებური კონსისტენცია უნდა მივიღოთ. მიღებული ნარევით დავიზელთ სახეს მსუბუქად, მასაჟის მოძრაობებით, 1-2 წუთის განმავლობაში და 10 წუთით გავიჩერებთ. შემდეგ ნელთბილი წყლით ჩამოვიბანთ.

ოხრახუში - 100 გრამი ოხრახუშისგან მოვამზადოთ ნაყენი: წვრილად დაჭრილ მწვანილს დავასხათ მდუღარე წყალი და 3 საათით გავაჩერთ. მიღებული სითხით სახე გავიწმინდოთ ყოველდღიურად.


კარტოფილი - უმი კარტოფილი გავხეხოთ წვრილ სახეხზე, დავამატოთ რამდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი (მაგ, ზეითუნის ზეთი) და ერთი სუფრის კოვზი რძე. მიღებული მასა წავისვათ კონკრეტულად პიგმენტური ლაქების ადგილებში და გავიჩეროთ 20 წუთი.


ხახვი - ხახვისგან წვენს გამოვწურავთ და მას ცოტა არაჟანს დავუმატებთ: არაჟანი ხახვის ძლიერმოქმედი წვენის შედეგად კანის სავარაუდო გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად გვესაჭიროება.
მომდევნო პოსტამდე,ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_