ბლოგი:
აპრილი 05, 2014
ავტორი Anika
როგორ ფიქრობთ, ყველაზე ხშირად რა შემთხვევებში ვაწყდებით მოდუნებული მუცლის ძალზე უსიამოვნო მდგომარეობას?! მშობიარობის და წონაში რადიკალურად დაკლების შემდეგ და დამეთანხმეთ, რომ ასეთი რეალბის წინაშე აღმოჩენა არც თუ ისეთი იშვიათი შემთხვევაა. ასეთი მუცლის ფორმაში მოყვანას თვეები, ხანდახან წლებიც კი სჭირდება, თუმცა ეს ძალიან ინდივიდუალურია: გააჩნია გენეტიკას, თქვენს სპორტულ წარსულს და ამჟამინდელ მონდომებას. მოკლედ, უმჯობესი იქნება თავიდანვე შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ მოდუნებული მუცლის გასამკვრივებლად დრო და ძალისხმევა დაგჭირდებათ.
ფიზიკური დატვირთვა ჯანმრთელი პრესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა, თუმცა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ პრესისთვის გამიზნული პოპულარული სავარჯიშოების დიდი ნაწილი ეფექტს ხანგრძლივი და დაუღალავი ვარჯიშების შედეგად იძლევა. როგორც სპეციალისები ამბობენ, ჰულაჰუპის გამოყენებასა და გავრცელებულ მუცლის პრესის ვარჯიშებზე მეტად ეფექტური, რიგ შემთხვევებში, ისეთი საბაზისო სავარჯიშოებია, რომლებიც მსხვილი კუნთების გავარჯიშებაზეა მიმართული. სწორედ ეს მსხვილი კუნთები გვაძლევენ წელის გარშემოწერილობის დათხელების და კანის ტურგორის გაუმჯობესების შესაძლებლობას. ამასთან ერთად, კარგად გაწვრთნილი მსხვილი კუნთების შემთხვევაში, მომავალში მუცელი ისე ადვილად ვეღარ მოდუნდება. მოკლედ, რეგულარული და სწორი ვარჯიში ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა!
ნებისმიერი ფიტნეს ინსტრუქტორი დაგიდასტურებთ, რომ ლამაზი მუცლის პრესის მისაღებად კვების რეჟიმსა და რაციონსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ ხელშეწყობის გარეშე დასახული მიზნის მიღწევა ძალიან გაჭირდება. სწორ კვებაზე საუბრისას, მთავარია დავიმახსოვროთ, რომ ჩვენი უმთავრესი მტერი ნაჯერი ცხიმები და მარტივი ნახშირწყლებია. აღმოჩნდა, რომ ამ არასასურველი პროდუქტების სიაში რძის პროდუქტები და ხილი შედის: პირველს ორგანიზმში სითხის შეკავების ხელშეწყობა შეუძლია, ხოლო ხილი კი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს და საერთოდაც არ უწყობს ხელს წონაში კლებას. სპეციალისტები გვირჩევენ, უპირატესობა ცილოვან საკვებ პროდუქტებს (ნაკლებცხიმიანი ხორცი, თევზი, ტოფუ, ზღვის პროდუქტები), ბურღულეულს და მწვანე ფერის ბოსტნეულს მივანიჭოთ. და უნდა ვიკვებოთ ზომიერად და ხშირად.
ზემოთჩამოთვლილ ძირითად პრინციპებთან ერთად, დამხმარე როლი კოსმეტიკურ საშუალებებსაც აკისრიათ. დიდი მოლოდინი ნუ გექნებათ, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ რომელიმე ასეთი პროდუქტის შეძენას, მაშინ შეეცადეთ ისეთი პროდუქტი შეარჩიოთ, რომლის შემადგებლობაში ლინოლის და ჰიალურონის მჟავები, რეტინოლი და კოფეინი იქნება (მაგ, ლიფტინგ-კრემი). ალტერნატივად შეგიძლიათ ჟოჟობას ზეთი აირჩიოთ, რომელსაც ტკბილი ფორთოხლის და ნეროლის ეთერზეთებიც ექნება დამატებული. ამას გარდა, ხშირად ზღვის ტალახის და წყალმცენარეების გადახვევებიც საკმაოდ კარგ ეფექტს იძლევა.
და ბოლოს, თუ თქვენ ზემოთჩამოთვლილ ზომებს მიიღებთ - ვარჯიშს და ჯანსაღ კვებას ცხოვრების წესად აქცვთ - მაშინ აზრი აქვს ისეთი პროფესიონალური პროცედურის ჩატარებასაც, როგორიც LPG მასაჟია. ეს მასაჟი სპეციალური აპარატის მეშვეობით კეთდება, მისი წყალობით კი კანის ქსოვილებში სისხლის მიმქცევა უმჯობესდება და უჯრედებში განახლების სტიმულირება ხდება. რამდენიმე ასეთი პროცედურის შედეგად, დაპირებული შედეგი არამხოლოდ გამკვრივებული კანი არამედ შემცირებული ცხიმოვანი ფენა და ცელულიტიცაა.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა