We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რა მოვუხერხოთ მომეტებულად აქტიურ და ცნობისმოყვარე პატარას

_from blog_:
_June_ 12, 2018
_by_ Anika
მშობლებმა კარგად ვიცით, რას ნიშნავს ცნობისმოყვარე პატარა, რომელიც არ აქვს მნიშვნელობა ჯერ მხოლოდ დახოხავს თუ უკვე დამოუკიდებლად დადის - არევ-დარევას, გადმოყრას, დახევას, ორმოტრიალის დაყენებას' ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებით ახერხებს. ეს ეტაპი მშობლებისთვის მუდმივ რეჟიმში ყურადღებით ყოფნას, "საგუშაგოზე "დგომას და წამდაუწუმ ისეთი ფრაზების გაჯღერებას, როგორიცაა: "ეს არ შეიძლება", "ნუ შვები მასე", "გაუშვი ხელი", "არ დააგდო", "არ დახიო" და ასე შემდეგ. ეს ყოველივე ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს მშობლებისგან, ემოციების მაქსიმალურ გაკონტროლებას, რაც რთულიცაა დ პატარების შემთხვევაში შედეგიც ნაკლებად მოაქვს.

ასეთ სიტუაციაში, როცა ონავარი ბავშვებისთვის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისთვის ხელის შეშლა არ არის მიზანშეწონილი და პატარებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, შეისწავლონ მათთვის უცხო სამყარო, ბავშვთა ფსიქოლოგები რამდენიმე სასარგებლო რჩევას გვაძლევენ, რომელთა მეშვეობითაც მთელი ეს პროცესი ჩვენთვის ნაკლებად ხმაურიანი და დრამატული იქნება. რეალურად, გარკვეული აკრძალვების საკომპენსაციოდ, პატარებს უნდა შევთავაზოთ ისეთი თამაშები, რომლებიც მათ ინტერესს დააკმაყოფილებს.

- ბავშვების გამძაფრებული ინტერესი ელექტრო შტეფესელების მიმართ შეგვიძლია ხის ყუთით ჩავანაცვლოთ, რომელსაც სხვადასხვა ზომის ხვრელებს გავუკეთებთ, სადაც ბავშვები სხვადასხვა მომცრო ზომის საგნების ჩაყრას და გაძრომას შეძლებენ.

- მშობლის ჩანთაში ძრომიალი ბევრისთვისაა საყვარელი საქმიანობა. ამიტომაც, შეგვიძლია რომელიმე ძველი ჩანთა გამოვძებნოთ, ჩავაწყოთ შიგნით ათასგვარი წვრილმანი, რომელიც პატარასთვის უსაფრთხო და იმავდროულად გასართობი იქნება.

POV Baby Boy Opening Exploring and Looking Inside Toy Box

- კომპაქტ-დისკები ერთ-ერთი საყვარელი გასართობია ჩემი შვილებისთვის. ამ მხრივ გამოსავალი ალტერნატიული დისკების გამოძებნაა (ძველი, უვარგისი ან სარეკლამო ტიპის დისკები, რომელთაც არ ვიყენებთ), რომელთაც თვალსაჩინო ადგილას დავდებთ, რითიც პატარას ყურადღებას გადავიტანთ.

- კარადაში შეძრომა და ნივთების გადმოყრა ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეულად "მტკივნეული" თემაა. გამოსავალი ამ მხრივაც არსებობს: ვიღებთ სხვადასხვა ქსოვილების, ნაჭრების, უსარგებლო ტანსაცმლის ნაჭრებს და ვაწყობთ მათ კომოდის იმ უჯრაში, რომელზეც წვდომა აქვს პატარას.

- წიგნები და ჟურნალები: გამოვძებნით ძველ ჟურნალებს, კატალოგებს და ვაწყობთ მათ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას, სადაც თავისუფლად შეძლებენ მათ გადაფურცვლას და საჭიროებისამებრ დახევას.

- სამზარეულოს კარადიდან ქვაბების და სხვადასხვა პროდუქტების გადმოყრის შემთხვევაში ასე ვიქცევით: შევინახოთ იოგურტების, ყველის თუ სხვადასხვა პროდუქტების არატეხვადი შეფუთვები,

_OTHER BLOGPOSTS_