ბლოგი:
იანვარი 19, 2016
ავტორი Anika
უცხიმო მუცელი არაჯანსაღი პერსპექტივა და მიზანია: რეალურად, მცირე, ზომიერი რაოდენობით ცხიმი მუცლის არეში თითოეულ ჩვენგანს ესაჭიროება - ის ამ ზონაში არსებულ ორგანოებს იცავს. მაგრამ ცხიმის ჭარბი ოდენობა უკვე არაჯანსაღია და მისგან სჯობს დროზევე გავთავისუფლდეთ. ექიმების თქმით, მუცლის მიდამოებში ღრმად ჩამჯდარი ზედმეტი ცხიმოვანი უჯრედები ადიპოზური ჰორმონების გაჩენის მიზეზი ხდება. თავის მხრივ, ადიპოზური ჰორმონები ათასგვარ პრობლემას უქმის ჩვენს ორგანიზმს, მათ შორის, გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების და დიაბეტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს. კვლევებით დასტურდება, რომ თითოეული დაკლებული ზედმეტი კილოგრამი რეალურად ამცირებს ზემოთჩამოთვლილი დაავადებების განვითარების რისკს. ზოგადად, ძირითადი სტატისტიკის მიხედვით, წონაში კლებისას ქალები 30%-ს სწორედ მუცლის არეში არსებულ ცხიმს იკლებენ სხეულის სხვა დანარჩენ ზონებთან შედარებით. ამიტომაც, თუ თქვენ ყოველდღიურად შეეცდებით მუცლის ზონა ზედმეტი ცხიმისგან გაათავისუფლოთ, საბოლოო მიზნის მიღწევას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშეც შეძლებთ.
რას გვირჩევენ ექიმები და დიეტოლოგები მუცლის ცხიმის დასაწვავად?
1. ყველდღიურად მონოუჯერი ცხიმების აუცილებელი დოზის მიღებას: ერთი მუჭა თხილეული, ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი ან ავოკადოს მეოთხედი.
2.ივარჯიშეთ! ფიზიკური აქტივობა დეპრესიულ მდგომარეობას ამსუბუქებს და თავის ტვინში იმ ნივთიერებების დონეს არეგულირებს, რომლებიც ცხიმების მეტაბოლიზმზე არიან პასუხისმგებელი.
3. ადვილად ათვისებადი ნახშირწყლები და შაქარი სისხლში შაქრის დონეს სწრაფად წევენ მაღლა, რაც ინსულინის გამომუშავებას უკეთებს პროვიცირებას, ეს უკანასკნელი კი ღვიძლის მიერ ცხიმების შუა მონაკვეთში დაგროვებას უწყობენ ხელს. ამიტომაც, აკონტროლეთ თქვენი საკვები.
4. მაგნიუმი ორგანიზმში 300-ზე მეტ ფუნქცუას ასრულებს. ამდენად, დღის განმავლობაში შეეცადეთ მაგნიუმით მდიდარი საკვები მიირთვათ: მუქი ფერის ფოთლოვანი ბოსტნეული, ბანანი.
5. დაივიწყეთ გაზიანი სასმელი, რაც არ უნდა დიეტური და დაბალკალორიული იყოს.
6. კვირაში ერთხელ მაინც მიიღეთ ცხიმიანი თევზი - ორგანული ან კალმახი - და კვირის დანარჩენ დღეებში კი შემამცირეთ წითელი ხორცის მიღება და მის ნაცვლად ნაკლები რაოდენობით უჯერი ცხიმების შემცველი ქათამი და პარკოსანი მცენარეები აირჩიეთ.
7. არ დაგავიწყდეთ ფერადი ხილის და ბოსტნეული მირთმევა, რომელიც C ვიტამინითაა მდიდარი.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა
2.