წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რა მოვუხერხოთ სახის კანის ფორებს

ბლოგი:
ივნისი 14, 2014
ავტორი Anika
ცოტა ხნის წინ L'oreal-ის დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ საინტერესო რამ გამოიავლინა: გამოკითხული ქალები 23% თანახმა აღმოჩნდა, წლის განმავლობაში ყოველგვარ ალკოჰოლურ სასმელზე ეთქვა უარი ვიწრო ფორების სანაცვლოდ. საყვარელ კოქტეილზე უარის თქმის რა მოგახსენოთ და არსებობს მთელი რიგი რეკომენდაციები, რომლებიც ფორების შევიწროვებაში და შესაბამისად, უფრო ლამაზი სახის კანის მიღწევაში დაგვეხმარება.

1. დერმატოლოგ-კოსმეტოლოგები გვირჩევენ ხშირად გამოვიყენოთ ექსფოლიანტები: ფიზიკური ექსფოლიანტები, მაგალითად, სქრაბები და ქიმიური ექსფოლიანტები - მაგალითად, გლიკოლის შრატით. ასეთი პროცედურების დახმარებით, კანის ზედაპირზე არსებული მკვდარი ფენის მოცილება მოხდება, შედეგად ფორების ღია ნაწილი დაპატარავდება. ქიმიური ექსფოლიანტები დამატებით, ღრმად აღწევენ ფორებში და შიგნიდან წმენდენ მათ.

2. კანი დღეში ორჯერ უნდა გავიწმინდოთ, ჩვენი კანის ტიპის შესაფერისი სახის დასაბანი გელით ან სხვა საშუალებით. დღეს კოსმეტოლოგები დამატებით რეკომენდაციას უწევენ სახის საწმენდი ჯაგრისების გამოყენებას - მაგალითად, Clarisonic Aria Sonic Cleansing ($199, clarisonic.com) ან გაცილებით ხელმისაწვდომი ვარიანტი, რომლის მომხმარებელიც მეც გახლავათ - Olay Professional Pro-X Advanced Cleansing System ($22, amazon.com).  

Clarisonic-Mia-2-Fresh-New-Shades-for-Spring-Peony-Coral-Mango

3. ყოველდღიურად მზისგანდამცავი საცხის გამოყენებით ჩვენ ულტრაიისფერ, მავნე სხივებს ავირიდებთ, რომლებიც უჯრედების გამომუშავებას აფერხებენ. როგორც დერმატოლოგები განმარტავენ, როცა უჯრედების გამომუშავება ნელი ტემპით მიმდინარეობს, კანს დიდი დატვირთვით უწევს მუშაობა. ამ ყველაფრის შედეგად, ეპიდერმისის ზედა ფენა მაგრდება, რის გამოც ფორები უფრო დიდი და უხეში ჩანს.

4. ფორების შესამცირებლად დერმატოლოგები რეტინოლის შემცველი სახის მოვლის პროდუქტების გამოყენებას გვირჩევენ. როგორც ირკვევა, ასეთი პროდუქტები კანის ზედაპირზე არსებული უჯრედების ერთმანეთთან შეკავშირებას ასუსტებენ და შედეგად ფორებიც უფრო კარგად იწმინდება.

5. და ბოლოს, ამბობენ, ორთქლის საუნა დადებითად აისახება ფორების მდგომარეობაზეო. ასეთი პროცედურის შემდეგ, ფორების კარგად იხსნება და შესაძლებელი ხდება იქ არსებული დაბინძურების და ნარჩენების მოცილება.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები