ბლოგი:
მაისი 25, 2015
ავტორი Anika
რა არის თერმული წყალი? - ასე უწოდებენ მაღალი მინერალური მარილების შემცველ წყალს, რომლის მიღებაც ბუნებრივი წყაროებიდან ხდება. როგორც წესი, ასეთი წყალი მაღალი ტემპერატურისაა (40 გრადუსზე ზემოთ) და მინერალურ წყალთან შედარებითაც კი უფრო სუფთა წყლად ითვლება, ვინაიდან მათი წყაროები უფრო ღრმადაა განთავსებული და შესაბამისად, მინერალების კონცენტრაციაც უფრო დიდია. მათ შორის განსხვავება გამოყენებაშიცაა: მინერალურ წყალს ძირითადად, შინაგანად (დასალევად, სხვადასხვა პროცედურებისთვის) გამოიყენებენ, ხოლო თერმული გარეგანი მოხმარებისაა (თუმცა ზოგ შემთხვევაში, დასალევადაც იყენებენ): ეს უკანასკნელი კარგად აღევს კანში და მასზე დადებით გავლენას ახდენს.
რა სახის თერმულ წყლებს ვხვდებით? - მათ მინერალიზაციის მიხედვით ყოფენ ჰიპო-, იზო- და ჰიპერტონიულ წყლებად. იზოტონური წყლები ერთ ლიტრზე 1 გრამ მინერალურ მარილს შეიცავენ (რაც უფრო დაბალია ვიდრე ჩვენს კანში) და მათი მოხმარება იდეალური მგრძნობიარე და დაზიანებული კანის შემთხვევაში, ხოლო ჩვეულებრივ კანზე ისინი, სავარაუდოდ, ვერანაირ ეფექტს ვერ იძლევიან. ჰიპერტონულ წყლებში მინერალების შემცველობა კანში არსებულ რაოდენობას აღემატება და ამიტომაც, რეკომენდირებულია ნებისმიერი ტიპის კანისთვის, განსაკუთრებით კი ცხიმიანი კანისთვის. ეს წყალი ასევე იდეალურია შეშუპების მოსახსნელად (მაგ, მზის დამწვრობის შემთხვევაში).
თუმცა, ყველაზე ხშირად თერმულ წყლებს დომინანტი შემადგენელი მარილების მიხედვით ყოფენ კატეგორიებად: ყველაზე უნივერსალური და პოპულარული ბიკარბონატ-ნატრიუმიანი და სულფატ-ბიკარბონატული წყლებია. ნატრიუმით და თუთიით მდიდარი წყლები კარგია ცხიმიანი კანისთვის, მგრძნობიარე და თხელი კანის შემთხვევაში კი შესაძლოა დაჭიმულობის შეგრძნება დაგეუფლოთ. თუ წყალს ზედმეტად მარილიანი გემო აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის დიდი რაოდენობით ნატრიუმს და კალიუმს შეიცავს და იდეალურია ნორმალური კანისთვის. თუმცა, ექიმ-კოსმეტოლოგების რჩევით, თერმული წყალი უნდა შევარჩიოთ ჩვენი ინდივიდუალური რეაქციის გათვალისწინებით და არა სხვების მიერ გაწეული რეკომენდაციით, ვინაიდან ძალიან სპეციფიური პროდუქტია.
რაში ეხმარება თერმული წყალი ჩვენს კანს?
- რეალურად, ნებისმიერი სახეობის თერმულ წყალს ერთი საერთო თვისება აქვს: კანის გაღიზიანების ჩაცხრობა და დაწყნარება. და ეს მოქმედება მით უფრო ძლიერია, რაც უფრო დიდი რაოდენობით შეიცავს წყალი კალციუმს.
- მინერალებს შესწევთ უნარი, კანი ჯანგბადით უზრენველყონ და გააუმჯობესონ მისი გაცვლითი პროცესები, რაც დადებითად აისახება კანის მბზინვარებაზე.
- სელენიუმით მდიდარი თერმული წყლები ანტიოქსიდანტების არაჩვეულებრივი წყაროა.
- თერმული წყალი ხელს უწყობს კანის ჰიდრატაციის დონის შენარჩუნებას.
- სახლში თერმული წყალი შეგიძლიათ გამოიყენოთ ეპილაციის შემდეგ ან მაკიაჟს დასაფიქსირებლად, დაღლილი და გაწითლებული თვალებისთვის კომპრესის გასაკეთებლად ან სახლის პირობებში დამზადებული ნიღაბის ეფექტის გასაძლიერებლად. თუმცა, კოსმეტოლოგები თქმით, ყველაზე დიდი ეფექტისთვის, თერმული წყალი სუფთა, გაწმენდილ კანზე უნდა გამოვიყენოთ, სახის საცხის წასმამდე.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა