ბლოგი:
აპრილი 29, 2013
ავტორი Anika
კოსმეტოლოგიაში გამოყენებული ტერმინები არათუ გამოუცდელი, არამედ გარკვეული სამედიცინო განათლების მქონე ადამიანებისთვისაც შეიძლება დამაბნეველი აღმოჩნდეს. ამიტომაც, ანიკას ბლოგში პერიოდულად მკითხველთან ამ რთულ ტერმინოლოგიას მიმოვიხილავთ ხოლმე, საიმისოდ, რომ გარკვეული ვიყოთ რა რისთვისაა გამოსადეგი და სავარაუდოდ, რა ტიპის შედეგს უნდა ველოდეთ ამ კონკრეტული მოცემულობისგან. დღეს BHA და AHA მჟავებზე მინდა გესაუბროთ.
შევთანხმდეთ, რომ კოსმეტოლოგიაში გამოყენებული მჟავები ორ ძირითად კატეგორიად BHA და AHA მჟავებად იყოფა. ალფაჰიდროქსიმჟავები (AHA), მაგალითად, გლუკოლის მჟავა და ბეტაჰიდროქსიმჟავები (BHA), მაგალითად, სალიცილის მჟავა, ექსფოლიანტის ფუნქციას ატარებენ და უჯრედების რეგენერაციის პროცესს ააქტიურებენ. მჟავების ორივე ჯგუფი გამოიყენება ნაოჭებთან, ჰიპერპიგმენტაციასთან, კანის ფოტოდაზიანებასთან და აკნესთან საბრძოლველად, როგორც ამას კოსმეტელოგები ადასტურებენ.
BHA მჟავას ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება გააჩნია და კანის ზედაპირიდან მკვდარ უჯრედებს ეფექტურად აშორებს. მას ხშირად იყენებენ სიწითლის და აკნეს პრობლემების დროს. რა რაოდენობით ბეტაჰიდროქსიმჟავას უნდა შეიცავდეს პროდუქტი საჭირო ეფექტისთვის? ექიმების თქმით, მისი შემცველობა 0.5 პროცენტზე ნაკლები არ უნდა იყოს, იდეალურ შემთხვევაში 1-2 პროცენტი. ამასთან ერთად, პროდუქტში pH-ის დონეც, რომელიც BHA მჟავასთან ერთად 3-4-მდე უნდა იყოს.
რაც შეეხება, ალფაჰიდროქსიმჟავებს (AHA), ისინი უმეტეს შემთხვევაში სხვადასხვა მცენარეული პროდუქტებისგან ან რძისგან იწარმოება. ექიმების თქმით, პროდუქტში ამ მჟავის შემცველობა 4 პროცენტს უნდა აღემატებოდეს, მასთან ერთად pH-ის დონე კი 3-4 უნდა შეადგენდეს. ყველაზე ხშირად გამოყენებადი ალფაჰიდროქსიმჟავებს გლიკოლის და რძის მჟავა წარმოადგენენ.
რა განსხვავებაა ამ ორ მჟავის ჯგუფს შორის? ძირითადი სხვაობა ისაა, რომ AHA წყალში ხსნადია, ხოლო BHA - ცხიმში ხსნადი. BHA მჟავები იდეალური დამხმარეა პრობლემური კანის მკურნალობის დროს (აკნე, გამონაყარი, შავი წერტილები), ხოლო AHA-ს კი ხშირად იყენებენ ფოტოდაზიანების (ჰიპერპიგმენტაცია), გასქელებული (ჰიპერკერატოზი) და მშრალი კანის შემთხვევაში.
ხშირად, კოსმეტიკური ბრენდები მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად კანის მოვლის საშუალებებში ორივე მჟავას ერთდროულად იყენებენ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა