We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რა შეცდომებს ვუშვებთ თავის მოვლისას

_from blog_:
_October_ 19, 2015
_by_ Anika
წლების განმავლობაში გამომუშავებული თავის მოვლის რუტინა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია და იმაში რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ, როგორც წესი, დარწმუნებული ვართ. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ის, რაშიც ეჭვი არასდროს შეგვპარვია, არასწორი აღმოჩნდება - დღეს ასეთ შეცდომებზე ვისაუბრებთ.

ზღვის მარილი - არავინ უარყოფს მის სასარგებლო თვისებებს, თუმცა მნიშვენელოვანია იმის ცოდნა, რომ ნატურალურ ზღვის მარილზე დამზადებული სქრაბები ჩვეულებრივი ტანის გელის მსგავსად არ უნდა გამოვიყენოთ. ვინაიდან ასეთი მარილი საკმაოდ ბასრი და მძიმე შეიძლება აღმოჩნეს კანის ნაზი სტრუქტურისთვის, ამდენად, სიფრთხილეა საჭირო: დერმატოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ზღვის მარილის სქრაბები უმჯობესია სხეულის უხეშ მონაკვეთებზე (იდაყვები, მუხლები, ტერფები) გამოვიყენოთ.

მასაჟისთვის განკუთვნილი ჯაგრისები - მეტწილად ასეთი ჯაგრისები ცელულიტის ზონების თვითმასაჟისთვისაა, თუმცა იშვიათად თუ ნახავთ რომელიმე ასეთი ჯაგრისის ეტიკეტზე მინიშნებას იმის შესახებ, რომ თუ თქვენ თეძოების არეში სისხლძარღვების პრობლემა გაქვთ, ასეთ შემთხვევაში ზედმეტი მექნიკური ზეწოლა მგრძნობიარე მონაკვეთებზე მხოლოდ და მხოლოდ დაამძიმებს სისხლძარღვების პრობლემას.

საბავშვო საცხები, რომელთაც ბევრი ყოველდღიურად იყენებს მეტწილად კანის დასატენიანებლად და ხშირად, მგრძნობიარე კანის შემთხვევაში, საკმაოდ არაეფექტურია. ერთადერთი გასათვალისწინებელი ინგრედიენტი კარიტეა, რომელიც კარგად ატენიანებს კანს და ადვილად უმკლავდება სიმშრალეს. ზოგადად, კარიტეს ზეთი არ არის ძვირადღირებული კომპონენტი, დერმატოლოგების თქმით, ფაქტიურად არასდროს იწვევს ალერგიას და თავისი შემადგენლობით, ბევრი მსგავსება აქვს ჩვენი კანის ლიპიდებთან. ამას გარდა, ის E ვიტამინის ბუნებრივი წყაროა, რომელიც კანის დაბერების ერთ-ერთ საუკეთესო პრევენციას წარმოადგენს.

ღამის საცხები ხშირად საკმაოდ უგულვებელყოფილი პროდუქტია და ისინი, ვინც ძილის წინ სპეციალური ღამის საცხის წასმის აუცილებლობას ვერ ხედავენ და ამაზე თანხის დაზოგვა გონივრულად მიაჩნიათ, შეცდომას უშვებენ. ბევრს მიაჩნია, რომ კანს დაცვა დღის განმავლობაში ესაჭიროება - მზი სხივები, სტრესი, ამინდი - შესაბამისად, ყურადღება სწორედ ძვირადღირებულ დღის საცხებზე გადააქვთ და ავიწყდებათ, რომ კანის აღდგენას სწორედ რომ ღამის საათებშე ახერხებს და ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ამ პერიოდში შესაბამისი, ხარისხიანი საცხის გამოყენება.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_