ბლოგი:
ნოემბერი 26, 2016
ავტორი Anika
ანიკას ბლოგში მეტწილად ვსაუბრობთ ხოლმე იმაზე, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ ვივარჯიშოთ, რა მივირთვათ, როგორ მოვუაროთ თავს, ყველაზე ნაკლები დრო კი იმ თემებს ეთმობა, რომლებიც აკრძალვებს, უფრო სწორად ნეგატიურ მინიშნებებს შეიცავენ - როგორ არ უნდა მოვიქცეთ. დამეთანმხებით, ალბათ, რომ ეს უფრო მეტად თუ არა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ქცევის წესის ცოდნა. ამიტომაც, დღევანდელ პოსტში ვისაუბრებთ იმაზე, რას ვაკეთებთ არასწორად თავის მოვლისას, კერძოდ კოსმეტიკურ პროცედურებში.
- გვავიწყდება კოსმეტიკური ფუნჯების გაწმენდა/გასუფთავება. რომ იცოდეთ, როგორ მეზარება ხოლმე, არადა საშინელი დანაშაულია: გარდა იმისა, რომ ფუნჯებში ათასგვარი ბაქტერია გროვდება, რამაც კანზე გაღიზიანება, გმაონაყარი და სხვა უსიამოვნო რამ შეიძლება გამოიწვიოს, სისტემატური გასუფთავების გარეშე ისინი თავიანთ ფუქნციასაც ვეღარ შეასრულებენ სათანადოდ. არეული პიგმენტები, სხვადასხვა ფერები და შედეგად წასმისას სულ სხვა ფერს და ვიზუალს მიიღებთ.
- ბრონზერს მთელ სახეზე ვისვამთ. ეს ერთგვარი "ბრიჯიტ ჯონსის" ეფექტი ფილმში ძალიან საყვარელია, მაგრამ რეალურად, ცხოვრებაში არც თუ ისე კარგად გამოიყურება. ბრონზერის მთავარი დანიშნულება "მზისგან ნაკოცნი" კანის ეფექტია, ამისთვის კი ბრონზერი ცხვირის ძგიდეზე, ყვრიმალებზე, შუბლის გვერდებზე და ნიკაპზე უნდა გადავისვათ.
- მაკიაჟის მოუცილებლად დაძინება ღამით. კოსმეტიკურ კრიმინალებს შორის ყველაზე დიდი დანაშაული. მესმის, როცა უზომოდ დაღლილი ხარ და თვალდახუჭული მიიწევ საწოლისკენ, ძნელია ამ დროს, კურსი შეცვალო და აბაზანისკენ გადაუხვიო, მაგრამ მაკიაჟის მოცილება ძილის წინ ისევე სავალდებულოა, როგორც კბილების გამოხეხვა. სწორედ ღამით ხდება კანის უჯრედების აღდგენითი პროცესები, მაკიაჟის დატოვების კი ამ პროცესს ვაფერხებთ. შეგიძლიათ სპეციალური მაკიაჟის მოსაცილებელი სველი ხელსახოცები მოიმარაგოთ ან რძე/ლოსიონი და კოსმეტიკური ბამბით უცებ გაისუფთავებთ სახეს.
- წყალგამძლე ტუშის ყოველდღიურად გამოყენება. ასეთი ტუშები პერიოდული, არასისტემატური მოხმარებისთვისაა, ვინაიდან ისინი ძალიან აშრობენ წამწამს.
- შეუსაბამო ფორმის რუჟის (იგივე "რუმიანა") გამოყენება. მართალია, ფხვნილის ტიპის რუჟი შედარებით მეტ ხანს ძლებს, მაგრამ მისი გამოყენება მშრალი და გამოხატულად ნაოჭებიანი კანის შემთხვევაში არაა რეკომენდებული, ისევე როგორც კრემისებური კონსისტენციის რუჟის გამოყენებას არ ურჩევენ ცხიმიანი კანის მფლობელებს.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა