წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რა შევთავაზოთ პატარებს წყურვილის დროს

ბლოგი:
ივნისი 10, 2017
ავტორი Anika
დედა, წყალი მინდა!" - ბავშვების ბუნებრივი რეაქცია, როგორც კი წყურვილის გრძნობა დაეუფლებათ. მოდით, შევთანხმდეთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი ჩვენზე ჭკვიანები არიან და ზუსტად იციან, რომ წყალი ყველაზე ჯანსაღი ალტერნატივა წყურვილის მოსაკლავად. თუმცა, ცდუნება დიდია და მათ არაერთი ნაკლებ ჯანსაღი სასმელისკენაც შეიძლება გაექცეთ თვალი ამ დროს. როგორ ვიქცემით ამ დროს დიდები და რას ვთავაზობთ პატარებს?

1. წყალი, კერძოდ კი საგანგებოდ პატარებისთვის ჩამოსხმული წყალი საუკეთესო არჩევანია, როგორც ზემოთ ვახსენე, ვინაიდან ის ყველაზე კარგად პასუხობს პატარების ორგანიზმის მოთხოვნებს.

2. მსუბუქი ჩაი კარგად კლავს წყურვილის შეგრძნებას. მასში შეგვიძლია სხვადასხვა სახის ხილი და კენკრა (მოცხარი, ჟოლო, მაყვალი, მარწყვი) ან პიტნის ფოთლები ჩავამატოთ. ასეთი ჩაის დასაყენებლად 15 წუთი დაგვჭირდება, შემდეგ კი ცოტა ხანი გავაგრილებთ. მისი მომზადება შაი ჩაის გარეშეც შესაძლებელია, უბრალოდ ავიღებთ ხილს, კენკრას, ასკილს თუ პიტნას და დავასხამთ მდუღარეს.

3. კომპოტიც კარგი არჩევანია პატარებისთვის. ზაფხულში, სეზონური ხილისგან შეგვიძლია ათასგვარი გემრიელი კომპოტი მოვამზადოთ. ხილი და კენკრა ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას და აძლიერებს მადას, ამას გარდა, ის პატარას ორგანიზმს აუცილებელი მინერალური ნივთიერებებით ამარაგებს, რომელსც ზაფხულის სიცხეში მარტივად კარგავენ გამოყოფილ ოფლთან ერთად. საიმისოდ, რომ ხილის და კენკრის სასრგებლო თვისებები მაქსიმალურად შევინარჩუნოთ, ასე უნდა მოვიქცეთ: ხილს მდუღარე წყალი დავასხათ, დავამატოთ მცირე რაოდენობით შაქარი და ამის შემდეგ მივიყვანოთ დუღილამდე. როგორც კი ადუღდება, მომენტალურად გადმოვდგათ ცეცხლიდან.

4. ტრადიციული, 100%-ით ნატურალური წვენები ასევე ჯანსაღი არჩევანიაა, თუმცა ისინი მცირე ულუფით უნდა მივცეთ პატარას, ვინაიდან შესაძლოა კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება გამოიწვიოს და ზედმეტად გადატვირთოს ბავშვის თირკმლები.

მსგავსი ბლოგები