We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept
mobile-logo
GEO
ENG
menu
  • მთავარი
  • ბაკურიანის შესახებ
  • მიმართულებები
  • პროდუქცია
  • პროექტები
  • ბლოგი
  • მედია
  • კონტაქტი
  • GEO ENG
  • მთავარი
  • ბაკურიანის შესახებ
  • მიმართულებები
  • პროდუქცია
  • პროექტები
  • ბლოგი
  • მედია
  • კონტაქტი

რა ტიპის კოსმეტიკა გადავდოთ გვერდზე ზამთრის პერიოდში

_back_
_from blog_:
_January_ 30, 2016
_by_ Anika
სეზონურ თავის მოვლაზე და კოსმეტიკაზე ადრეც მისაუბრია და დღევანდელ პოსტში იმ კოსმეტიკური საშუალებების ჩამონათვალი მინდა გაგაცნოთ, რომლებიც თბილ და ცხელ ამინდებამდე დრეობით უნდა შევინახოთ და ცივ სეზონზე არ გამოვიყენოთ.

1. წყალზე დამზადებული კოსმეტიკური საშუალებები - კოსმეტოლოგები გვირჩევენ, წყალზე დამზადებული დამატენიანებელი საცხები ცივ ამინდებში დროებით დავივიწყოთ. ვინაიდან წყალი ძალიან მგრძნობიარეა ტემპერატურული ცვლილებებისადმი, ეს შესაბამისად აისახება ჩვენს კანზეც, როცა წყალზე დამზადებული საცხს ვიყენებთ. ამიტომაც, ზამთარში სჯობს მკვებავი საცხები გამოიყენოთ: სახლიდან გასვლამდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე უნდა წავისვათ, არ დაგავიწყდეთ.

2. გლუვი პომადა - გლუვი პომადების დიდი მოყვარული ვარ, მაგრამ ამ რჩევის შემდეგ, ალბათ, აჯობებს, ჩემი სიყვარული სეზონურ ჩარჩოებში მოვაქციო. მოკლედ, დერმატოლოგების თქმით სიცივეში ასეთი პომადის გამოყენება შესაძლოა უარყოფითად აისახოს ჩვენს ტუჩებზე შედარებით უხეში ფორმულის გამო. ამიტომაც, ამ დროს უმჯობესია ღრმად დამატენიანებელ პომადებზე შევაჩეროთ, ზომიერად გამოკვეთილი ფერით. ასეთი მაკიაჟით ამინდთან მიმართებაში ადექვატურებიც იქნებით და ტუჩის კანიც შეძლებისდაგბარად დაცული გექნებათ.

660x324_1_ec1531edefc886a585f2c7401f0baf17@785x385_0xd42ee437_17038991454318869

3. მუქი ფერის რუჟი - ვიზაჟისტების თქმით, მუქი ტონალობის რუჟი (ე.წ. რუმიანა) ან გამოკვეთილად სტაფილოსფერი პიგმენტების შემცველი რუჟის გამოყენებამ დიდი შანსია, სახეზე არაჯანმრთელი ფერი მოგცეთ ზამთრის პერიოდში. ამ სეზონზე უფრო რბილი და თბილი ტონალობის რუჟების გამოყენებაა რეკომენდებული - ისეთების, რომლებიც სახეს ვიზუალურად გამოაცოცხლებენ.

4. მბზინავი ნაწილაკები შემცველი ბრონზერები - ყველამ ისედაც კარგად ვიცით, რომ ბრონზერის გამოგონების და შექმნის იდეა ბუნებრივი რუჯის ეფექტის მიღება იყო. ზამთრის ცივ დღეებში, მსუბუქი, მზისგან ოდნავ გარუჯული კანის მიღების სურვილი სრულიად გასაგები და ბუნებრივიცაა, თუმცა, მბზინავი ბრონზერები, რომლებიც იდეალურად გამოიყურება ზაფხულის ცხელ დღეებში, ზამთრის ამინდისთვის სავარაუდოდ საკმაოდ ხელოვნური გამოჩნდება. ამიტომაც, ვიზაჟისტების რჩევას თუ გავითვალისწინებთ, ამ პერიოდში სჯობს ან საერთოდ თავი შევიკავოთ ბრონზერის გამოყენებისგან ან ზომიერად გამოვიყენოთ გლუვი, მბზინავი ნაწილაკების გარეშე ბრონზერი.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა
_Share on social media_

_OTHER BLOGPOSTS_

პედიატრების #რჩევებიმშობლებს - მაია ხერხეულიძე

_Dec_ 23, 2021
_by_ ბაკურიანი
_discover more_

პედიატრების #რჩევებიმშობლებს - თემურ მიქელაძე

_Dec_ 23, 2021
_by_ ბაკურიანი
_discover more_
_visit our news page_
_directions_
_contact_

_news_

_visit_

  • ბაკურიანი ხილის გემოთი
  • მინერალური წყალი ბაკურიანი
  • ბაკურიანი 0+
  • ბაკურიანი ბავშვები
  • წყალი მთელი ოჯახისთვის
  • ბაკურიანი სპორტი
  • მინერალური წყლის სპრეი
  • _go to home page_

_contact_

  • ბიძინა კვერნაძის 10

  • 0171 თბილისი, საქართველო
  • (995 32) 248-44-84
  • (995 32) 254-10-28
  • marketing@borjomi.com
    _go to home page_

_visit our news page_

_news_

_visit_

© _2019 All Rights Reserved by IDS Borjomi_
  • _Terms of service_
  • _Confidential agreement_

წყალი

ბავშვები

ოჯახი

სპორტი

სპრეი