წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რა ტიპის კოსმეტიკა უნდა შევინახოთ მაცივარში

ბლოგი:
ივნისი 22, 2015
ავტორი Anika
ბავშვობიდან მახსოვს, მაცივრის კარის თაროებში ჩასკუპებული პატარ-პატარა სპეციალური ქილები, რომლებშიც კოსმეტოლოგის მიერ საგულდაგულოდ დამზადებული თვალის თუ სახის საცხები იყო მოთავსებული. ეს კადრი ჩემთვის წარსულის რეალობის ნაწილად რჩებოდა მანამ, სანამ ერთ საინტერესო სტატიას არ გადავაწყდი იმის შესახებ, რომ მაცივრის თაროზე დასკუპებული კოსმეტიკა დღევანდელობის რეალური ნაწილია. მოკლედ, როგორც გავარკვიე, ყველა ტიპის კოსმეტიკა ვერ უძლებს ზაფხულის მაღალ ტემპერატურას - +25 და ზემოთ - ამიტომაც, აუცილებელია, რომ შემოდგომის მოსვლამდე და აგრილებამდე გარკვეული პროდუქცია მართლაც მაცივარში შევინახოთ.

სუნამოები - სუნამოს უმეტესობა კოსმეტიკისთვის განკუთვნილ თაროზე ინახავს, მეტწილად საძინებელში. ზოგი ლამაზ-ლამაზ ფლაკონებს აბაზანის თაროზე ათავსებს, რაც დიდი დანაშაული ყოფილა იმის გათვალისწინებით, რომ აბაზანისთვის დამახასიათებელი ტენიანობა და ჰაერის ცირკულაციის ფაქტიურად არარსებობა მნიშვნელოვნად ამცირებს სუნამოს სიცოცხლისუნარიანობას, სიცივე და სიბნელე კი, როგორც ირკვევა, პირიქით ახანგრძლივებს. მე კი ვერაფრით წარმომიდგენია, იოგურტების გვერდით ჩამომწკრივებული ფრანგული სუნამოები, მაგრამ ამ საქმის სპეციალისტები ასე გვარწმუნებენ.

შეშუპების საწინააღმდეგო პროდუქცია - არ აქვს მნიშვნელობა, ეს თვალის ირგვლი დასაწებებელი სპეციალური საფენებია თუ გამაგრილებელი ნიღაბი თუ სპრეი - ასეთი პროდუქცია უმჯობესია მაცივარში შევინახოთ. ასე, ისინი გაცილებით ძლიერ ეფექტს მოგვცემენ, ხოლო თბილ ტემპერატურაში შენახული კი, საპირისპიროდ, კარგად თავის ეფექტიანობას.

საცხი - ცხელ დღეებში სახის და თვალის საცხის მაცივარში შენახვას გვირჩევენ. ნუ, ამით საცხის ეფექტიანობა არ გაძლიერდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თავის მოქმედებას შეინარჩუნებს. ერთადერთი გასათვალისწინებელია ის, რომ მაცივარში შენახვის შედეგად საცხმა შესაძლოა ფერი და ტექსტურა შეიცვალოს. აბაზანაში მათი შენახვა კატეგორიულად არ არის რეკომენდირებული.
C ვიტამინის შემცველი პროდუქცია - ასეთი პროდუქციის მაცივარში შენახვა მიზანშეწონილია სეზონის მიუხედავად: ზამთარია თუ ზაფხული, არ აქვს მნიშვნელობა, თუ თავის მოვლის საშუალება ამ ვიტამინს შეიცავს, ოთახის ტემპერატურის პირობებში ის ადვილად იჟანგება და იშლება, შესაბამისად ცვლის პროდუქტის ფორმულას და ხდის მას გაცილებით ნაკლებ ეფექტურს ან საერთოდ არაეფექტურს ხდის მას.

მზისგან დამცავი პროდუქცია -  ასეთი კოსმეტიკის მაცივარში შენახვით, მის გამოყენებას უფრო ხანგრძლივი ვადით შევძლებთ: სიცივე პროდუქტში შემავალი ულტრაიისფერი სხივების შემბოჭავი ინგრედიენტების დაშლას უშლის ხელს, ამდენად, შედეგიც ლოგიკურია.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები