წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რა ტიპის საცხები გამოვიყენოთ ყინვის დროს

ბლოგი:
დეკემბერი 18, 2012
ავტორი Anika
სახის კანს რომ რეგულარულად სჭირდება მოვლა და დაცვა, ამაზე რა ხანია უკვე შევთანხმდით. თუმცა, არის პერიოდები და სეზონები, როდესაც კანს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სჭირდება იმისათვის, რომ ასეთ დროს არსებული რისკ-ფაქტორები და კანის დაზიანების საშიშროებები ავიცილოთ თავიდან.

ვინაიდან თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებშიც ბოლო დღეების განმავლობაში ყინვა დაგვიდგა, ამიტომაც ვიფიქრე, სასარგებლო იქნებოდა ანიკას ბლოგის მკითხველებისთვის დღევანდელ პოსტში ყინვის დროს რეკომენდირებული სახის საცხების შესახებ გამეზიარებინა ინფორმაცია. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სახისთვის ისეთი ტიპის საცხის შერჩევა, რომელიც სისხლძარღვების დაცვასაც შეძლებს და კანის ბარიერის ფუნქციების დახმარებასაც შეძლებს.

მოდით პირდაპირ ჩამონათვალზე გადავალ და რამდენიმე საცხს გაგაცნობთ, რომელთა გამოყენებასაც გვირჩევენ კოსმეტოლოგები ყინვების დროს.

Clinique-ის საცხი Moisture Surge Intense Skin Fortifying Hydrator, რომელიც კანს ინტენსიური დატენიანებით უზრუნველყოფს.



Biotherm-ის სახის საცხი Nutrisource ძალიან მშრალი კანისთვის არის გამიზნული და მას იდეალური კვებით უზრუნველყოფს.



Total-Lift Very Rich Cream Cell Shock-ის საცხი Swiss line-ის კოსმეტიკისგან ინტენსიურად კვებავს კანს და საჭირო დატენიანებას აწვდის კანის სიღრმეებს.



Sisley-ის აღმდგენი სახის საცხი Creme Reparatrice იდეალური დამხმარეა გაღეზიანებული კანისთვის. სტაფილოს და კარიტეს ზეტის შემცველ ამ საკომპენსაციო საცხს რეკომენდაციას უწევენ გარემოს სტრეს-ფაქტორების წინააღმდეგ საბრძოლველად.



Shiseido-ს საცხი Super Restoring Cream Bio-Performance რეგენერაციის ფუნქციის მქონე საცხი.



L'Occitane-ს ულტრა მკვებავი სახის საცხი Ultra Rich Face Cream კარიტეს ზეთის მაღალი შემცველობის დამსახურებით ძალიან კარგად ატენიანებს და კვებავს კანს.



Oriflame-ის ზამთრის კანის საცხი Weather Protective Cream Essentials.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები