We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რა უკუჩვენებები აქვს კეტოდიეტას?

_from blog_:
_June_ 21, 2018
_by_ Anika
ბოლო პერიოდის პოპულარულ კეტოდიეტაზე ანიკას ბლოგში ადრეც გვისაუბრია: ეს ცილოვანი დიეტის ნაირსახეობაა, რომლის დროსაც ნახშირწყლების მინიმუმამდე - დღეში 50 გრამი ან ნაკლები - დაყვანა ხდება, რის ხარჯზეც ორგანიზმი ე.წ. "კეტოზის" მდგომარეობაში ვარდება და ენერგიის მისაღებად ის იწყებს ცხიმის წვას.

ექიმებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ ამ დიეტასთან თუ კვების რეჟიმთან დაკავშირებით. ბევრი ამტკიცებს, რომ კეტოდიეტას დაბერების საწინააღმდეგო და ანტიკანცეროგენული მოქმედება გააჩნია, თუმცა, ექიმების ნაწილი მიიჩნევს, რომ კვების ამ რეჟიმის გამოყენებას რამდენიმე არასასურველი ეფექტი აქვს ჯანმრთელობისთვის, რის გამოც არ უწევენ ამ რეჟიმს რეკომენდაციას. ამიტომაც, ვიდრე კეტოდიეტით წონაში დაკლების გადაწყვეტილებას მიიღებთ, სჯობს შემდეგ ინფორმაციას გაეცნოთ:

1. ექიმ ჯოშ ექსის მტკიცებით, კეტოდიეტის მიმდევარ პაციენტთა 25% გამოხატულად დაღლილობის და სისუსტის შეგრძნებას უჩივის. ვინაიდან ორგანიზმს შაქარი, როგორც ენერგიის წყარო გამოელევა, ამიტომ ის ცხიმის მოხმარებას იწყებს და მხოლოდ ეს "გადაწყობაც" კი საკმარისია საიმისოდ, რომ ორგანიზმმა დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა იგრძნოს.

2. ათლეტების ნაწილი კეტოდიეტის მიმდევარია და მათი თქმით, ისინი სპორტულ აქტივობებში თავს ფანტასტიურად გრძნობენ ამ კვების რეჟიმის გათვალისწინებით. თუმცა, ექიმების ნაწილს სხვა მოსაზრება აქვს: მათი თქმით, ბოლო პერიოდის კვლევებმა აჩვენა, რომ კეტოდიეტაზე მყოფი ათლეტების ორგანიზმში გაცილებით მაღალია მჟავიანობა, ვიდრე ნახშირწყლებით გაჯერებული კვების მიმდევარ ათლეტებში, მაღალი მჟავიანობა კი, თავის მხრივ, სპორტულ გამძლეობას აფერხებს.

3. ვინაიდან კეტოდიეტა მკაცრად რეგლამენტირებული კვების რეჟიმს და საკვების მრავალი სახეობის აკრძალვას გულისხმობს, ამდენად, ექიმები ამ დიეტის მხოლოდ მოკლე პერიოდით დაცვას უწევენ რეკომენდაციას - 30-დან მაქსიმუმ 90 დღემდე. თუმცა, გამოკვეთილი პრობლემა ამ დიეტის დროს ისაა, რომ როგორც კი საკვებ რეჟიმში ნახშირყლების ჩართვა ხდება, ადამიანები მარტივად იბრუნებენ დაკლებულ კილოგრამებს.

4.

_OTHER BLOGPOSTS_