1. ეპიდერმისი - გამოიმუშავებს კანის ახალ შრეს და პიგმენტ მელანინს. ის ასევე შეიცავს ლანგერჰანსის უჯრედებს, რომლებიც იმუნური სისტემის დარეგულირებაში გვეხმარება.
2. დერმა - მკვრივი შემაერთებელქსოვილოვანი შრე, რომელშიც არის მრავალი რეცეპტორები, ჯირკვლები, თმის ფესვები, სისხლძარღვები და ლიმფური ძარღვები.
3. ქონის ჯირკვლები განლაგებულია კანში და ცხიმს გამოყოფს. ცხიმი არბილებს კანს, ანიჭებს ელასტიურობას და წყალგაუმტარს ხდის მას.
4. თუ კანზე არსებული ჭორფლი, მზის ლაქები ან მელაზმა დისკომფორტს გვიქმნის, ასეთ შემთხვევაში არსებობს მათი მოცილების ალტერნატივები, გლიკოლის მჟავის პილინგები და ლაზერი კი ყველაზე პოპულარული საშუალებებია. პილინგების შემთხვევაში მინიმუმ 30%-იანი გლიკოლის მჟავა გამოიყენება, რომელსაც რიგ შემთხვევებში, დერმატოლოგები ჰიდროქინონს ურევენ.
5. აკნე წლებთან ერთად შესაძლოა გაუარესდეს. როცა ესტროგენის დონე დაბლა იწევს, ხოლო მამაკაცის ჰორმონი ტესტოსტერონი უცვლელ მდგომარეობაში რჩება, ასეთმა ბალანსის დარღვევამ შესაძლოა ჯირკვლების გაძლიერებული ფუნქციონირება გამოიწვიოს, რის შედეგადაც თინეიჯერობის პერიოდისთვის დამახასიათებელი ინტენსივობით შეიძლება გაჩნდეს გამონაყარი. ასეთ დროს, დერმატოლოგები და კოსმეტოლოგები რეტინოლის შემცველ კანის მოვლის საშუალებებს უწევენ რეკომენდაციას.
6.