ბლოგი:
დეკემბერი 13, 2015
ავტორი Anika
მაღალკალორიული ნამცხვრების, ტორტების და ტკბილეულის დაბალკალორიული, სასარგებლო და ანალოგიურად გემრიელი ალტერნატივა ალბათ ფანტაზიის სფეროდან თუ იქნება, თუმცა, ის რომ ასეთ მაღალკალორიულ საკვებს გაცილებით დიეტური, მინიმალური კალორიების და ცხიმების შემცველი ჩამნაცვლებელი პროდუქტები მაინც მოეძებნება, რეალობაა. მათ, ვისაც ტკბილი გარეშე არსებობა, ჩემ მსგავსად, ვერ წარმოუდგენია, ასეთი ნაკლებ მავნებელი და დაბალკალორიული ალტერნატიული საკვები სახლის პირობებშიც შეუძლიათ მოამზადონ. მოდით, დღევანდელ პოსტში გავეცნოთ, თუ რას გვირჩევენ ასეთ შემცვლელებთან დაკავშირებით გამოცდილი დიეტოლოგები.
1. დიეტური საკონდიტრო ნაწარმი მითს ნამდვილად არ წარმოადგენს და მან თამამად შეიძლება დაიკავოს ადგილი თქვენს საკვებ რაციონში. ასეთი დიეტური საკვები რიგი წესების დაცვას მოითხოვს: გამორიცხულია შაქარი, საფუარი, თეთრი ფქვილის ადგილს ცეხვილი მარცვალი იკავებს, კარაქს მცენარეული ზეთი ანაცვლებს, ცხიმიან ნაღებს კი მაწონი ან მსუბუქი ხაჭო. ამ ყველაფრის ხარჯზე საბოლოოდ გამომცხვარი ტკბილეულის კალორიულობა მაქსიმალურად მცირდება და იმავდროულად შესაძლებელი ხდება მისი გემოს შეძლებისდაგვარად შენარჩუნება.
2. სახლში გამომცხვარი დიეტური ტკბილეული გაცილებით უსაფრთხო და სასარგებლოა, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი მზა პროდუქტი. ასე ვიცით, რომ ჩვენს მიერ მომზადებული ნაწარმი არ შეიცავს კონსერვანტებს, გამოს გამაძლიერებლებს და საღებავებს.
3. თუ თქვენ წონაში დაკლება გაქვთ გადაწყვეტილი, მაშინ ასეთი დაბალკალორიული ალტერნატივისგანაც კი სჯობს, დროებით თავი შეიკავოთ. დიეტური ინგრედიენტები - ცეხვილი და ჭვავის ფქვილი არანაკლებ კალორიულია ვიდრე ჩვეულებრივი პურის ფქვილი, მცენარეული ზეთი კი კარაქთან შედარებით უფრო მეტ კალორიას შეიცავს. ამიტომაც, წონაში კლების დროს ნებისმიერი საკონდიტრო ვარიანტი უნდა გამოირიცხოს. გაჭირვების ჟამს, მე ტკბილეულის შემოტევებს ერთი ჩაის კოვზი თაფლით ან ჩირით ვიქარვებ ხოლმე.
4. დიეტური საკონდიტრო პროდუქტები უმჯობესია არასისტემატურად მიირთვათ და დაბალკალორიულობის გამო არ აქციოთ ისინი ყოველდღიური კვების სავალდებულო კომპონენტად. გასაგებია, რომ ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით რთულია ტკბილის გარეშე არსებობა და ზოგადადაც, ძალიან დიდი სტრესია ორგანიზმისთვის კატეგორიული აკრძალვა, ამიტომაც, საკუთარ თავსუფრლებას ვაძლევთ ვამზადოთ და მივირთვათ დიეტური ალტერნატივები კვირაში რამდენჯერმე.
წარმატებებს გისურვებთ,
ანიკა