We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რა უნდა ვიცოდეთ ძვლის ნახარშის შესახებ

_from blog_:
_February_ 24, 2016
_by_ Anika
ძვლის ნახარში წლევანდელი ზამთრის ახალი მოდური ტენდენციაა ჯანსაღ კვებაში - არ გეხუმრებით. ამერიკელი ნუტრიციოლოგები ინტერნეტ სივრცეში სულ უფრო მეტს საუბრობენ ნახარშზე, რომელიც მდიდარია მინერალებით და სუპერპოპულარული მწვანე სმუზის მთავარი კონკურენტია.

ეს ნახარში სიახლეს არ წარმოადგენს: ათწლეულების მანძილზე, ჩემი ბავშვობიდან მახსოვს, რომ ძვლის ნახარში თითქმის ყველა ოჯახში მზადდებოდა და მას განსაკუთრებული რუდუნებით ასმევდნენ ბავშვებს. ბოლო წლების განმავლობაში ჩვილების და მცირეწლოვანების კვების რაციონიდან ბავშვთა დიეტოლოგებმა ხორცის ნახარში ნელ-ნელა გააქრეს, რასაც ვერ ვიტყვით მოზრდილებზე, სადაც, როგორც გითხარით, ძვლის ნახარში მეტად აქტუალურ სასმელად იქცა.

ვიდრე მოდურ ტენდენციას ავყვებოდეთ, მოდით, ჯერ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს გავეცნოთ ძვლის ნახარშის შესახებ.

1. ძვლის ნახარში განსხვავდება ზოგადად, ხორცის ნახარშისგან. კულინარიულ სივრცეში ნახარშად მოხსენიებული სითხე ძვლებისა და ხორცის ნახარშს წარმოადგენს, რომელიც მაქსიმუმ 3 საათიანი ხარშვის შედეგად მიიღება. ძვლის ნახარში კი გაცილებით მეტი ხნის განმავლობაში მზადდება - რაც უფრო მეტ ხანს იხარშება ძვალი, მით უფრო მეტ მინერალს ვიღებთ ძვლიდან.

2. საქონლის ან ფრინველის ძვლებისა და ბოსტნეულის ხარშვის შედეგად მიღებულ ნახარშს არაერთი სასარგებლო თვისება გააჩნია: ის მდიდარია ცილებით (ერთ ჭიქა ნახარშზე დაახლოებით 6 გრ.ცილა) და ისეთი მინერალებით, როგორიცაა კალციუმი, ფოსფორი, კალიუმი - ეს უკანასკნელი სასარგებლო ნივთიერებების უჯრედებამდე მიტანაში, ხოლო უვარგისი ნარჩენების უჯრედებიდან გამოტანაში გვეხმარება. ექიმების თქმით, ნახარშის სასარგებლო თვისებების მაქსიმალურად შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, რომ ხარშვა ხდებოდეს დაბალ ცეცხლზე - სწორედ ამ დროს ხდება ძვლისა და შემაერთებელი ქსოვილების დაშლა. ასეთი ნახარში ორგანიზმს კოლაგენსაც აწვდის (ხომ გახსოვთ, კანის ელასტიურობისთვის როგორი მნიშვნელოვანია?!) და ჟელატინსაც, რომლებიც, ექიმების თქმით, ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.

3. როგორ უნდა მოვამზადოთ ასეთი ნახარში: ავიღოთ შემწვარი ქათმის ნარჩენი ძვლები და მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ 6 ჭიქა წყალი. დავუმატოთ ერთი სტაფილო, ორი დაჭრილი ნიახურის ღერო და ნებისმიერი სანელებელი სურვილისამებრ. ვდგამთ ძალიან დაბალ ცეცხლზე და ვხარშავთ 20 საათის განმავლობაში.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_