წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რა უნდა ვიცოდეთ ფოტოდაბერების შესახებ

ბლოგი:
ივლისი 16, 2015
ავტორი Anika
ფოტოდაბერების შესახებ თუ გსმენიათ? ამ სახალისო სიტყვით არც თუ ისე სახალისო პროცესს აღნიშნავენ, რომელიც კანის მდგომარეობის და სტრუქტურის ცვალებადობას მოიცავს და ეს ყველაფერი კი მზის სხივების ზემოქმედებით არის განპირობებული. მეორენაირად ფოტოდაბერებას ჰელიოდერმატიტს ან კანის ნაადრევ დაბერებასაც უწოდებენ. ფოტოდაბერება არამც და არამც არ უნდა აგვერიოს კანის ბუნებრივ, ასაკობრივ მოდუნება/დაბერებაში, რაც ორგანიზმის ჰორმონალური ცვლილებებით არის გამოწვეული. რეალურად, ეს ორი პროცესი შესაძლოა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდეს, თუმცა მათ განსხვავებული სიმპტომები, ნიშნები და მიზეზები აქვთ, შესაბამისად მათთან ბრძოლაც განსხვავებულად უნდა მოხდეს.

ბუნებრივი დაბერების პროცესი მინიმალურად არის განპირობებული გარე ფაქტორებით და მნიშვენლოვნად - გენეტიკური ფონით და ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებებით. ფოტოდაბერება კი საპირისპიროდ, გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული, მისი უმთავრესი გამომწვევი კი მზის სხივების გადამეტებული ზემოქმედება კანზე და ეპიდერმისის განახლების პროცესის დარღვევაა. მავნე ფაქტორების ზემოქმედების გამო, ამ შემთხვევაში ულტრაიისფერ სხივებზე გვაქვს საუბარი, კანის ტონუსი მცირდება, ის გამომშრალი, მოდუნებული ხდება, ჩნდება პიგმენტური ლაქები და ნაოჭები. დავაზუსტებ, რომ აქ საუბარი გვაქვს ყოველგვარი დამცავი საშუალებების გამოყენების გარეშე მზის სხივების მავნე ზემოქმედებაზე და მზეზე გადამეტებულად დიდ ხანს ყოფნაზე. შესაბამის დამცავ პროდუქტებს თუ გამოვიყენებთ და მზესაც ზომიერად მივეფიცხებით, ეს სასარგებლოცაა ორგანიზმისთვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად და D ვიტამინის და სეროტონინის სინთეზისთვის.

315@415@659a7523f572cbe8f93587143565ba7a-Y2RjNjRiOTE2Mw

ექიმების თქმით, ადამიანის კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან უმთავრესად მელანინი იცავს. რაც უფრო მეტ პიგმენტს გამოიმუშავებს ჩვენი კანი, მით უფრო მაღალია დაცვაც. შესაბამისად, რაც უფრო ღია ფერისაა კანი, მით უფრო მაღალია ფოტოდაბერების ნაადრევად განვითარების რისკი.

ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისადმი განსაკუთრებულად სენსიტიურები არია ქალები ჰორმონალური ცვლილებების დროს - ორსულობა, მენოპაუზა, ჰორმონალური დარღვევები. ეს ყველაფერი ესტროგენის და პროგესტერონის ჰორმონების ბალანსის დარღვევით არის გამოწვეული, რაც კანის ულტრაიისფერი სხივებისადმი მგრძნობელობას ამატებს და შედეგად ხდება ჭარბი პიგმენტაცია.

როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან? გამოსავალ მუდმივი დაცვაა: წლის ნებისმიერ მონაკვეთში, ზაფხულსა თუ ზამთარში, ყოველდღიურად მზისგან დაცავი ფილტრის შემცველი დღის სპეციალური საცხის გამოყენება. ამას გარდა, გამოცდილი კოსმეტოლოგი პერიოდულად ჩასატარებელ პროცედურებსაც გირჩევთ, რომლებიც ფოტოდაბერების პროცესს შედარებით შეანელებენ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები