ბლოგი:
სექტემბერი 30, 2016
ავტორი Anika
მოვიდა შემოდგომა და მოიტანა ციტრუსები, რომლებიც ზაფხულის პერიოდში მივიწყებას იყო მიცემული. ყველაზე ინტენსიურად საქართველოში ლიმონს და ფორთოხალს მოვიხმართ, გრეიფრუტი კი მაინც შედარებით "ეგზოტიკურ" ციტრუსადაა მიჩნეული და მას მინიმალურად მოვიხმართ. ალბათ, იმიტომ, რომ ბევრმა არც იცის იმ სასარგებლო თვისებების შესახებ, რომელიც გრეიფრუტს სხვა ციტრუსებისგან და ზოგადად ხილის კატეგორიაში გამოარჩევს:
1. გრეიფრუტი 92%-ით წყლისგან შედგება, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ხილს შორის. ვინაიდან წყალი არის ჩვენი ორგანიზმის და შესაბამისად ჩვენი ფუნქციონირების ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელი და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მიერ მიღებული სითხის 20% საკვებ პროდუქტებზე მოდის, ამდენად გრეიფურტის საკვებ რაციონში ჩართვის, ყოველდღიური წყლის რაოდენობასაც მნიშვნელოვნად გაზრდით.
2. რიგი კვლევების თანახმად გამოვლინდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც საკვების მიღებამდე ნახევარ გრეიფრუტს მიირთევენ ცოცხლად ან ახლადგამოწურული წვენის სახით, უფრო მარტივად იკლებენ წონაში. ნახევარ გრეიფრუტში საშუალოდ 39 კილოკალორიაა, ეს ცნობისთვის.
3. თეთრი ფენა, რომელიც გრეიფრუტის კანსა და რბილობს შორისაა მოთავსებული და რომელსაც, როგორც წესი, კანთან ერთად სანაგვე ყუთში გადავუძახებთ ხოლმე, ძალიან მდიდარია ანტიოქსიდანტებით და მკვებავი ნივთიერებებით, ხსნადი უჯრედისით, მეტად გვანაყრებს და დადებითად მოქმედებს გლუკოზის რეაქციებზე. ასე, რომ მომწარო გემოს მიუხედავად, დიეტოლოგები მაინც გვირჩევენ ამ თეთრი ნაწილის მირთმევასაც.
4. გრეიფრუტს შეუძლია 15.5%-ით დაბლა დასწიოს ცუდი ქოლესტერინის დონე ორგანიზმში, ამტიცებენ ამერიკელი ექიმები გარკვეულ კვლევებზე დაყრდნობით. ეს კი, თავის მხრივ, დადებითად აისახება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის ჯანმრთელობაზე.
5. მოწითალო გრეიფრუტი გაცილებით მეტი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ვიდრე ფორთოხლისფერი. ანტიოქსიდანტი ბეტაკაროტინი განსაზღვრავს ამ წითელ ფერს, ხოლო ლიკოპენი კი გულის დაავადებების და გარკვეული სახის სიმსივნეების განვითარების რისკს ამცირებს.
6. მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, უმჯობესია გრეიფრუტის ცოცხლად, ხილის სახით მირთმევა, ვიდრე წვენის სახით.
7. გრეიფრუტის შენახვა ოთახის ტემპერატურაზეა რეკომენდებული.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა