We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რა უნდა ვიცოდეთ ჯანმრთელი რუჯის მისაღებად

_from blog_:
_June_ 28, 2013
_by_ Anika
ივნისის ბოლოც მოახლოვდა, შესაბამისად ზღვის, აუზების და სხვა ადგილებში გარუჯვის ყველაზე ინტენსიური პერიოდიც დადგა. ბევრი თქვენგანი ამ ეტაპზე ზღვაზე “გაძრომას” ალბათ, შაბათ-კვირას მაინც ახერხებს, ზოგსაც მოუქნელი სამუშაო გრაფიკის გამო თბილისის ფარგლებში უწევს მზეს შეფიცხება. თუმცა, მთად თუ ბარად, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს - მზის სხივების მავნე ზემოქმედებას ვერსად დავემალებით, თუ სათანადოდ შეიარაღებული არ ვიქნებით.

რა უნდა ვიცოდეთ და რა მოვიმოქმედოთ საიმისოდ, რომ ჩვენთვის ასე ძლიერ საყვარელ ოქროსფერ-შოკოლადისფერ რუჯზეც არ მოგვიწიოს უარის თქმა და მის სავალალო შედეგებზეც არ ვიდარდოთ.

პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს რომ რუჯი და ხარისხიანი მზისგან დამცავი განუყოფელი ცნებებია - თუ ჯერ არ არის, მაშინ ახლა უნდა აქციოთ. ბრმად ნუ მიენდობით უცნობ ბრენდებს და შეეცადეთ არჩევანი გამოცდილ, ხარისხიან პროდუქციაზე გააკეთოთ. რეალურად, თქვენ ფართო სპექტრის მზისგან დამცავი საშუალება გჭირდებათ, რომელიც A და B ტიპის ულტრაიისფერ სხივებს ბლოკავს (UVA, UVB). პროდუქტში შემავალი ინგრედიენტების გაცნობისას, მიაქციეთ ყურადღება, რომ ის Mexoryl, Helioplex ან zinc oxide-ს შეიცავდეს.

masl05_missed_a_spot

გარდა ამისა, ხშირად არარაციონალურად ვზოგავთ ამ საშუალებებზე და საჭიროზე ნაკლები რაოდენობით ვისვამთ. დერმატოლოგები გვაფრთხილებენ, რომ სხეული საკმარისი რაოდენობის საცხით სრულად უნდა იყოს დაფარული და ეს ყველაფერი გასარუჯად გასვლამდე დაახლოებით 20 წუთით ადრე უნდა გავაკეთოთ – ასე პროდუქტი კარგად მოახერხებს კანში შეწოვას. მზეზე ყოფნისას კი დამცავი ყოველ 2 საათში ერთხელ უნდა გადავისვათ, წყალში ჩასვლის შემდეგ კი - დაუყოვნებლივ.

ის ფაქტი, რომ მზის სხივებისგან თავის კანიც ზიანდება, ძალიან ხშირად უგულვებელყოფილი გვაქვს. ზოგს მიაჩნია, რომ სქელი თმები, ამ მხრივ, დაცვის გარანტია. ცდებით და ამიტომაც, კარგი იქნება სპეციალისტების რჩევას თუ გაითვალისწინებთ და მზეზე გასვლისას თავზე ქუდს, კეპს ან ნებისმიერ სხვა თავსაბურავს დაიხურავთ. ამის ალტერნატივა სპრეის ტიპის მზისდამცავებია, რომლებიც თმის ძირებში შეგიძლიათ შეიშხაპუნოთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ ტუჩებსაც სათანადო დაცვა სჭირდებათ მზეში და რომ ეს ნაწილი, დანარჩენ სხეულთან შედარებით, არანაკლებ ზიანდება. ამიტომაც, არ დაიზაროთ და აუცილებლად შეიძინეთ ტუჩების სპეციალური მზისგან დამცავი ბალზამი, რომელსაც სულ მცირე 20 SPF ექნება.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_