ბლოგი:
ნოემბერი 12, 2014
ავტორი Anika
დეტოქსკაციის/დეტოქსის შესახებ ანიკას ბლოგში არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ დღევანდელი პოსტი არა ზოგადად ორგანიზმის დეტოქსს, არამედ კანის დეტოქსს შეეხება (ისე, ცნობისთვის, ორგანიზმის დეტოქსი თავის თავში კანის დეტოქსსაც მოიაზრებს). ასეთი დეტოქსი კანიდან ტოქსინების და სხვა მავნე ელემენტების გამოდევნას გულისხმობს, რომლებიც კანის უჯრედებში გროვდებიან და კანის ნორმალურ ფუნქციონირებას უშლიან ხელს. შედეგად, კანში ნივთიერებათა ცვლის პროცესი ნელდება, ხდება სითხის შეკავება, თვალის უპეების შეშუპება და გამუქება, ჩნდება ნაოჭები და რიგ შემთხვევებში, გამონაყარიც. კანის დეტოქსიკაციის პროცედურის შედეგად კი შესაძლებელი ხდება ტოქსინების გამოდევნა სისხლის, ლიმფას და კანის გზით.
რა შედეგის მიღწევაა შესაძლებელი კანის დეტოქსიკაციით? - კანიდან ტოქსინების დროულად გამოდევნის შედეგად, კანი ბუნებრივ, ჯანსაღ ფერს იბრუნებს, გაცილებით ელასტიური და მკვრივი ხდება. ამას გარდა, ნივთიერებათა ცვლის პროცესი რეგულირდება, რის შედეგადაც ტოქსინების არსებობით გამოწვეული ნაოჭები გასწორებას იწყებენ.
ზოგადად, დეტოქსიკაციის პროცესი მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. ერთისთვის თუ ტოქსინების გამომდევნი წყალმცენარეების ნიღბების გამოყენება შეიძლება იყოს საკმარისი, მეორეს შესაძლოა ასეთი ნიღბების კურსის გარდა სააფთიაქო პრეპარატების მიღება და საინექციო პროცედურებიც დასჭირდეს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა ტოქსინები და რა მიზეზით. თუ მაგალითად, რამდენიმე საღამო ზედიზედ ალკოჰოლის მიღება, გვიანამდე ფხიზლად ყოფნა და მინიმალური ძილი დაემთხვა, მაშინ ასეთი ტიპის დეტოქსიკაციისგან კანის უჯრედების გაწმენდა მარტივი იქნება. მაგრამ თუ ინტოქსიკაცია ორგანიზმის ქრონიკული მდგომარეობით არის გამოწვეული, მაშინ დეტოქსიკაცია გაცილებით ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესი იქნება.
ვიდრე კანის დეტოქსიკაციას შეუდგებით, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმ-დერმატოლოგთან, რომელიც კანის მდგომარეობის მიხედვით შეძლებს სავარაუდო მიზეზების დადგენას და შესაბამისად დაგინიშნავთ მკურნალობას და გადაგამისამართებთ კონკრეტული სფეროს ექიმთან.
კანის ინტოქსიკაცია ხშირად ჟანგბადის ნაკლებობით - ჰიპოქსიით შეიძლება იყოს გამოწვეული. ამ დროს ტოქსინები გაცილებით მარტივად აღწევენ კანში, ამიტომაც ასეთ დროს კოსმეტოლოგები პაციენტს ჟანგბადით გამდიდრებული კანის საცხის გამოყენებას ურჩევენ.
კანის თვითგაწმენდას ხელს უწყობს A, C და E ვიტამინების შემცველი პროდუქტები. დეტოქსიკაციის დროს კოსმეტოლოგების საყვარელი პროდუქტია წყალმცენარეების ნიღბები, განსაკუთრებით ლამინარიის და ფუკუსის საფუძველზე დამზადებული ნიღბები.
ტოქსინების დაგროვების გამო მოღუშული კანის ფერის გამოსაცოცხლებლად არაჩვეულებრივია ფერმენტების პილინგები, რომლებიც პაპაინს და ბრომელაინს შეიცავენ - ეს ინგრედიენტები პაპაიას და ანანასის ხილისგან მიიღება, კანის ზედაპირის დონეზე მოქმედებენ, გამოაქვთ კანიდან ტოქსინები და მას ჯანმრთელ იერს უბრუნებენ.
კოსმეტოლოგების თქმით, კანის დეტოქსის ჩატარებისთვის იდეალური დრო შემოდგომის დასასრული და გაზაფხულია. ყველაზე ხშირად ინტოქსიკაცია ზამთრის პერიოდში ხდება, როდესაც ორგანიზმი დასუსტებულია და უჭირს „დაბინძურებასთან“ გამკლავება. ამიტომაც, შემოდგომაზე კანი სათანადოდ უნდა მოვამზადოთ, მაქსიმალურად გამოვდევნოთ კანიდან ყოველივე ზედმეტი და მავნებელი, გაზაფხულზე კი ჯანმრთელი მუხტის აკრეფაში დავეხმაროთ კანს.
პროფილაქტიკისთვის დეტოქსის ჩატარება მიზანშეწონილია წელიწადში ორჯერ. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა მეტჯერაც.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა