ბლოგი:
მარტი 10, 2014
ავტორი Anika
ვიდრე პირველად კბილების გათეთრების პროცედურას ჩავიტარებდი, მახსოვს, დიდ ხანს ვიფიქრე, უამრავი ინფორმაცია მოვიკვლიე, ბევრი უკვე "კბილგათეთრებული" ნაცნობი გამოვკითხე და ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ "ჰოლივუდის ღიმილის" ეფექტი ცდად ნამდვილად ღირდა. მოკლედ, თუ თქვენ კბილების გათეთრება გაქვთ გადაწყვეტილი, მაშინ ერთი რამ უნდა იცოდეთ: გათეთრების პროცედურამდე აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ ტრადიციული, მრავალნაცადი კბილების წმენდის პროცედურა, რომლის დროსაც კბილებს ქვებისგან და პიგმენტური ნადებისგან ასუფთავებენ. ამ წმენდის გარეშე ვერავითარი ჯადოსნური ლაზერი და პრეპარატი სასურველ შედეგს ვერ მოგცემთ. თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ ქვებისგან კბილების განთავისუფლება ისედაც "წმინდათა წმინდა" რამაა: ქვებს ხომ უამრავი ზიანის მიყენება შეუძლიათ, თუ დროულად არ მოვიცილეთ - გაიზრდებიან, გაიზრდებიან და ღრძილებსაც დააზიანებენ და კბილებსაც. ასე, რომ პირველ რიგში, მივდივართ სტომატოლოგთან და ვიტარებთ კბილების გაწმენდის პროცედურას.
წესით, კეთილსინდისიერი სტომატოლოგი პირდაპირ გირჩევთ, გჭირდებათ თუ არა წმენდის გარდა დამატებით კბილების გათეთრების პროცედურა. შესაძლოა, თქვენ მხოლოდ Airflow დაგჭირდეთ - ამ პროცედურის დროს, სპეციალური აპარატის მეშვეობით, წყლის ჭავლით და სხვა დამატებითი ნივიპთიერებებით, ექიმი საკმაოდ მოკლე დროში, ასუფთავებს თქვენს კბილებს ქვებისგან და პიგმენტური ნადებისგან (ყავის, ჩაის, სიგარეტის, ღვინის ლაქები). თუ Airflow-ს პროცედურა საკმარისი არ არის და თქვენ გათეთრება დანამდვილებით გჭირდებათ, საგონებელში ნუ ჩავარდებით: როგორც ირკვევა, ყველა ამ განსხვავებული ტიპის მათეთრებელ პროცედურას ერთი გამაერთიანებელი აქვს: წყალბადის ზეჟანგი. როგორც წესი, ნებისმიერი მათეთრებელი საშუალება, იქნება ეს "კაპები", დასაკრავი ზოლები თუ გელი, აუცილებლად შეიცავს წყალბადის ზეჟანგს, დანარჩენი კი უკვე შეფუთვის და კონკრეტული კატალიზატორის ამბავია: კატალიტორი ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ფოტოგათეთრება, მეორეში - ლაზერი, მესამეში კი დრო.
კბილების გათეთრებამდე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ზოგადად თქვენი კბილების მდგომარეობა: რამდენად მგრძნობიარე კბილები გაქვთ, ემალი არის თუ არა დაზიანებული, ხომ არ გაქვთ ღრძილების ანთებითი პროცესი, ვინაიდან გათეთრების პროცედურამ შესაძლოა ეს პრობლემები კიდევ უფრო მეტად დაამძიმოს.
თავიდანვე შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ 100 პროცენტიან გათეთრებას ვერ მიაღწევთ და ისიც იცოდეთ, რომ თუ თქვენ გათეთრების პროცედურის შემდეგ, ძველებურად გააგრძელებთ ყავის, ძლიერი ჩაის და ღვინის მირთმევას, თქვენი "სითეთრე" საუბედუროდ, დიდ ხანს ვერ გასტანს.
და ბოლოს, კიდევ ერთი რჩევა სტომატოლოგებისგან: თუ თქვენ სახლის პირობებში კბილის მათეთრებელი პასტის მოხმარებას დაიწყებთ, უმჯობესია ეს პასტა ჰიგიენურ, სამკურნალო-პროფილაქტიკურ პასტასთან მონაცვლეობით იხმაროთ: მაგალითად, საღამოს მათეთრებელი პასტა გამოიყენეთ, დილას კი მგრძნობიარე კბილებისთვის განკუთვნილი პასტა.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა