წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რა უნდა ვიცოდეთ კბილების გათეთრების შესახებ

ბლოგი:
აგვისტო 22, 2016
ავტორი Anika
ქათქათა კბილები ნებისმიერ ჩვენგანს რომ უნდა, ამაზე ნუ ვიდავებთ, აი, მისი მიღწევის გზებთან დაკავშირებით კი აზრები ორად იყოფა და ათასგვარი მითი არსებობს კბილების გათეთრების შესახებ. ყველაზე მარტივი, იაფიანი და მოსახერხებელი გზა სახლის პირობებში სპეციალური მათეთრებელი პასტების მოხმარებაა: მაღალი ხარისხის პასტის სისტემატურად მოხმარებით კბილების სითეთრის მაქსიმალურად შენარჩუნება, არსებული ნადების და ლაქების მოშორება რეალური მიზანია. თუმცა, რაც არ უნდა ეფექტიანი იყოს პასტა, ისეთ შედეგს, როგორიც პროფესიონალური პროდუქტების და პროცედურების გამოყენებით შეგვიძლია მივიღოთ, სამწუხაროდ, მაინც ვერ მივაღწევთ. ასეთი პროფესიონალური პროცედურების კი ბევრს ეშინია, უფრო სწორად, უფრთხის, ვინაიდან მათზე შესაძლოა არასწორი წარმოდგენა ქონდეს. არის თუ არა უსაფრთხო ასეთი პროცედურის ჩატარ[ება?

- კბილების გათეთრება აზიანებს მინანქარს. სტომატოლოგების მტკიცებით, ასეთი პროცედურის დროს კბილის მინანქარი არ ზიანდება, ვინაიდან ზემოქმედება დენტინის პიგმენტზე ხდება, რაც კბილებისთვის საზიანო ნამდვილად არ არის.

- კბილების გათეთრებას აზრი არ აქვს, ვინაიდან ნელ-ნელა ძველი ფერი ისევ დაბრუნდება. როგორც სტომატოლოგები ამტკიცებენ, თუ ჩვენ მათ რეკომენდაციებს დავიცავთ, მაშინ გათეთრების შემდეგ ძველი, საწყისი ფერი აღარ დაბრუნდება, მიღებული ეფექტი კი მაქსიმალურად ხანგრძლივად შენარჩუნდება.

- კბილების გაწმენდა გათეთრების პროცედურის წინ არ არის სავალდებულო. ესეც მორიგი მითია, სტომატოლოგების თქმით, ვინაიდან გაწმენდა აბსოლუტურად აუცილებელია რამაა. ვიდრე კბილების ფერის გალამაზებას დავიწყებთ, სავალდებულოა პირის ღრუს ჰიგიენა სრულად მოწესრიგებული იყოს. ასეთი გაწმენდა მინიმუმ ერთი დღით, მაქსიმუმ ორი კვირით ადრე უნდა მოხდეს. თუ ასე არ მოვიქცევით და კბილებს არ გავიწმენდთ, მაშინ გათეთრების პროცედურის დროს კბილზე არსებული ნადების გათეთრება მოხდება რეალურად და არა თავად კბილის.

მომდენო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები