We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რა უნდა ვიცოდეთ ლობიოს შესახებ

_from blog_:
_February_ 05, 2015
_by_ Anika
ეს პარკოსანი კულტურა 7000 წლის წინათ ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში მოყავდათ. ლეგენდის თანახმად (ყოველ შემთხვევაში, არქეოლოგიური გათხრები ამას მოწმობენ), ინდიელი ტომები ლობიოს დამკრძალავი რიტუალების დროს იყენებდნენ: მიცვალებულს პირში ლობიოს მარცვლებს უდებდნენ, იმ ქვეყნად მშიერი რომ არ იყოს განსვენებულიო. ინდიელების და მათი იმქვეყნიური ცხოვრების რა მოგახსენოთ და ამქვეყნად ლობიო რომ ფრიად სასარგებლო და იმავდროულად გემრიელი რამაა, ეს დანამდვილებით ვიცი. ლობიოს 200-მდე ნაირსახეობა არსებობს, თუმცა ისინი ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: ჩვეულებრივი ლობიო და სატაცურისებური (მწვანე ლობიოდ რომ მოვიხსენიებთ).

ჩვეულებრივი ლობიო პექტინის, ცხიმების, უჯრედისის, ნახშირწყლების, წყლის და ცილებისგან შედგება - ცილის შემცველობა ლობიოში 25%-ია და ის თავისი საკვები ღირებულებით არაერთი სახეობის ხორცზე სასარგებლოა. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია: ლობიოში არსებული ცილა ორგანიზმის მიერ 70-80%-ით აითვისება.

315@415@76c787d2cf577382c3f7c1d48d963ad7-MGJhYTcxZWM5YQ

ლობიო ასევე მდიდარია მიკროელემენტებით (ფტორი, რკინა, იოდი, მანგანუმი, თუთია), მაკროელემენტებით (ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი), C ვიტამინით, რომელიც ლობიოში უფრო დიდი რაოდენობითაა, ვიდრე ქლიავში, გარგარში და ატამში. ამას გარდა, ლობიო შეიცავს B1, B2, B3, B6, E, K, PP ვიტამინებს და ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან ამინომჟავებს.

ქალის ორგანიზმისთვის ნებისმიერი სახეობის ლობიო ძალიან სასარგებლო და დიეტური პროდუქტია: 100 გრ. ლობიოს მარცვალი 298 კკალ-ს შეიცავს, ხოლო 100 გრ. სატაცურისებური ლობიო - 31 კკალს და ორივე არაჩვეულებრივია ნივთიერებათა ცვლის აღდგენისა და რეგულირებისთვის.

315@415@63be3289bdcd3c3283c3d966de5b8c58-NzkxMWVhZWNiMg

სხვათაშორის, გადმოცემის თანახმად, დედოფალი კლეოპატრას სახის მრავალრიცხოვან ნიღბებში ლობიოს ფქვილი მნიშვნელოვანი ინგრედიენტი იყო.

ლობიოს შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის გარსს: ის ერთგვაროვანი და პრიალა უნდა იყოს, ყოველგვარი დაზიანებების გარეშე. თუ კონსერვირებულ ლობიოს ყიდულობთ, მაშინ შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს ლობიოს, მარილის, შაქრის და წყლის შემადგენლობის შესახებ - არაფერი ზედმეტი. სატაცურისებური ლობიოს შერჩევისას, ღერო უნდა იყოს გარედან ერთი ფერის, ყოველგვარი ლაქების გარეშე და მტვრევისას უნდა ტკაცუნებდეს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა







_OTHER BLOGPOSTS_