ბლოგი:
სექტემბერი 03, 2015
ავტორი Anika
ვისაც საზამთრო ჩემზე მეტად თუ არა, ჩემ მსგავსად მაინც გიყვართ, მაშინ გირჩევთ აუცილებლად წაიკითხოთ ეს ბლოგ-პოსტი, რომელიც საზამთროს შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტს გაგაცნობთ: ახლა ხომ სწორედ საზამთროს სეზონია, ამიტომაც ვიდრე დეტოქს- ან ექსპრესდიეტას წამოიწყებდეთ ამ ხილის დახმარებით, სჯობს, კარგად გაეცნოთ მის შესახებ ინფორმაციას.
1. ის, რომ საზამთრო მეტწილად წყლისგან შედგება, სიმართლეა და საეჭვო ამ განაცხადში არაფერია. თუმცა, რამდენად ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ რეალურად წყლის შემადგენლობა ამ ხილში 91%-ს შეადგენს?! ამიტომაც არის საზამთრო ერთ-ერთი ყველაზ დაბალკალორიული ხილი - 100 გრ. საზამთროზე სულ რაღაც 38 კკალ. მოდის.
2. საზამთრო სასარგებლოა მხედველობისა და აზროვნებისთვის - ამ თვისებას მეცნიერები საზამთროში დიდი რაოდენობით შემავალ A და B6 ვიტამინებს მიაწერენ. პირველი თვალებს სხვადასხვა ტიპის ინფექციებისგან იცავს და მხედველობას აუმჯობესებს, ხოლო მეორე ვიტამინი მეხსიერებას და აზროვნების სისხარტეს აუმჯობესებს - ექიმები ასე ამტკიცებენ.
3. საზამთრო ულტრაიისფერი სხივებისგან გვიცავს - ადრეც გვისაუბრია იმაზე, რომ არსებობს პროდუქტები, რომლებიც ულტრაიისფერი სხივებისადმი ორგანიზმის გამძლეობას აძლერებენ და მათ რიცხვს საზამთროც მიეკუთვნება. ეს, რასაკვირველია, არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს საზამთროს მირთმევის შემდეგ მზისგან დამცავი საცხის გამოყენებაზე უარის თქმა შეგვეძლოს: დამცავ საცხს ვერაფერი ჩაანაცვლებს, სამწუხაროდ, მაგრამ თუ დამატებით საზამთროს მსგავსად ლიკოპენის შემცველ პროდუქტს მივიღებთ, ამით ორგანიზმს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს მივაწვდით, რაც ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედების განეიტრალებაში ძალიან დაგვეხმარება.

4. საზამთრო აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე, წმენდს თირკმლებს და ღვიძლს და იმავდროულად ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნას.
5. აღმოჩნდა, რომ საზამთროს შემოწმება ნიტრატების შემცველობაზე საკმაოდ მარტივი ყოფილა: ვიღებთ საზამთროს ნაჭერს და ვათავსებთ წყლიან ჭურჭელში. თუ 1-1.5 საათში წყალი უმნიშვნელოდ შეიცვლის ფერს, მაშინ საზამთრო უსაფრთხოა, ხოლო თუ წყალი ვარდისფერ, მოწითალო ან სტაფილოსფერ შეფერილობას მიიღებს, მაშინ ასეთი საზამთროს მირთმევა წამითაც არ იფიქროთ.
და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ ადვილად ათვისებადი შაქრის შემცველობის გამო, საზამთროს მირთმევა არ არის რეკომენდირებული შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა