We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რა უნდა ვიცოდეთ სითხით გამოწვეული ჭარბი წონის შესახებ

_from blog_:
_June_ 03, 2017
_by_ Anika
ეგ უბრალოდ სითხე გაქვს ორგანიზმში შენარჩუნებული და მაგიტომ გიჩვენა სასწორმა ამდენი! ერთი კვირაში კიდევ ერთხელ აიწონე და ნახავ!

- ნახშირწყლები ორგანიზმში სითხის შენარშუნებას უწყობს ხელს, მაგრამ რეალურად, ეს ცხიმი არ არის!

მსგავსი გამონათქვამები სულ მცირე ერთხელ მაინც გექნებათ მოსმენილი ან წაკითხული და როგორც ექიმები ამბობენ, ორივე მათგანი სიმართლეს შეესაბამება. თუმცა, როდესაც წონას სისტემატურად აკონტროლებ და ზედმეტი კილოგრამების დაგდებას ცდილობ, სასწორზე არასახარბიელო ციფრის დანახვა ძალიან დიდი დემოტივატორია. სითხის შენარჩუნება ხშირად წონაში კლების "შეფერხების" მნიშვნელოვანი მიზეზია და ის მამაკაცებსაც ემართებათ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს.

რას ნიშნავს სითხის შეკავება? ამ დროს ჭარბი სითხე გროვდება უჯრედებს შორის ქსოვილებში და ეს შესაძლოა არაერთი მიზეზით იყოს გამოწვეული. რა მიზეზებს ასახალებენ ექიმები:

1. ნახშრიწყლები და მარილი - ორივე იწვევს სითხის შეკავებას. ამიტომაცაა, როცა დღის განმავლობაში მარილიან საკვებს მიიღებთ ან დიდი ოდენობით ტკბილეულს მიეძალებით, მეორე დილით დიდი ალბათობით შეშუპებული გაიღვიძებთ, სასწორმა კი შესაძლოა 1-2 კგ. ზედმეტი გიჩვენოთ ჭარბი სითხის ხარჯზე (და არანაირად ჭარბი ცხიმის ხარჯზე). მაგალითად, სადილზე ან ვახშამზე გემრიელი ულუფა მაკარონის ნაწარმი თუ მიირთვით და დესერტად არომატული შოკოლადის ნამცხვრის ნაჭერი დააყოლეთ, მიღებული ნახშირწყლების ოდენობის გათვალისწინებით, მეორე დილით სასწორზე შესაძლოა 600-1000 გრამი ჭარბი სითხე დაინახოთ.

2. ჰორმონებით გამოწვეული - ამ მხრივ, ქალები ყველაზე დაზარებული არიან. სტატისტიკურად, ქალების 92% ციკლის დაწყებამდე საშუალოდ 5-7 დღით ადრე განიცდის ჭარბი სითხის შეკავებას ორგანიზმში, რამაც შესაძლოა ზედმეტი 1-4 კგ გამოიწვიოს. ამას გარდა, ორსულობის დროსაც ფიზიოლოგიურად ხდება ორგანიზმში სითხის შეკავება.

3. კორტისოლის ჰორმონის დონით გამოწვეული - სტრესი, დაღლილობა, უძილობა როცა სისტემატურ ხასიათს ატარებს, ეს ორგანიზმში ხშირად კორტისოლის ჰორმონის მაჩვენებლის მატებას იწვევს. მის შედეგად კი ორგანიზმში ხდება როგორც ჭარბი სითხის, ასევე ჭარბი ცხიმის დაგროვებაც.

რა მოვუხერხოთ ამ პრობლემებს და როგორც ავიცილოთ თავიდან? პირველ რიგში, შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ხანდახან ესეც მოხდება და სითხის შეკავება ჩვენც დაგვემართება და ტრაგედია ამაში არაფერია.

_OTHER BLOGPOSTS_