We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რა უპირატესობა აქვს უჯრედისით მდიდარ დიეტას

_from blog_:
_June_ 10, 2018
_by_ Anika
უჯრედისთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა, თუმცა დიეტოლოგების დიდი ნაწილი ცალსახად აღიარებს, რომ უჯრედისით მდიდარი დიეტა არის სასარგებლო და იდეალური წონაში კლებისთვის და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრებისთვის. არაერთი კვლევა ადასრურებს, რომ დაბალი ცხიმის და მაღალი უჯრედისის შემცველი კვების რაციონი ამცირებს დიაბეტის, გულ-სისხლძარღვოვანი, რიგი სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკს.

დიეტური უჯრედისი ისეთ მცენარეულ საკვებში გვხვდება, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები და დაუმუშავებელი მარცვალი, რომელიც კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებას და ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდას არეგულირებს. მართალია, უჯრედისი ნახშირწყლების კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ ნახშირწყლების უდიდესი ნაწილისგან განსხვავებით, დიეტური უჯრედისი შაქრის სახით არ იშლება ორგანიზმში.

უჯრედისი ორ კატეგორიად იყოფა. ხსნადი უჯრედისი მცენარის შიგნით არსებული სტრუქტურებიდან მოდის და ორგანიზმში მოხვედრისას, ერწყმის წყალს, წარმოქმნის გელისებურ კონსისტენციას, რომელიც ემაგრება ცხიმოვან მჟავებს. ეს ყოველივე, თავის მხრივ, ანელებს საჭმლის მონელების პროცესს და შაქრის შეწოვის დონეს. შესაბამისად, სისხლში შაქრის დონე სტაბილური ხდება, ქოლესტერინის დონე კი დაბლა იწევს. რაც შეეხება უხსნად უჯრედისს, ის მცენარის მყარი, სტრუქტურული ნაწილიდან მოდის, მაგალითად ქატო, ხილის და ბოსტნეულის კანი. უხსნადი უჯრედისი საჭმლის მომნელებელ სისტემას ხელუხლებლად გადის და ორგანიზმიდან შლაკების და ნარჩენების გამოდევნის ერთგვარი კატალიზატორის ფუნქციას ასრულებს.

high_fibre-food-370x208@2x

რეალურად, ჩვენ ორივე სახის უჯრედისი გვესაჭიროება, თუმცა ვერცერთი მათგანი დამოუკიდებლად ვერ ფუნქციონირებს. ორივე სახეობის უჯრედისი დამოკიდებულია ჩვენს ორგანიზმში სითხის რაოდენობაზე.

_OTHER BLOGPOSTS_