ბლოგი:
იანვარი 14, 2017
ავტორი Anika
სახლში ვარჯიში ჯერ კიდევ თინეიჯერობის წლებში შემიყვარდა: მაშინ, მახსოვს, სინდი კროუფორდის და კლაუდია შიფერის ვარჯიშები ვიდეო-კასეტაზე მქონდა ჩაწერილი და ბეჯითად, რუდუნებით ვვარჯიშობდი მისაღებ ოთახში. მას მერე ბევრი წელი გავიდა, თბილისში ნაირ-ნაირი მაღალი ხარისხის ფიტნეს თუ გამაჯანსაღებელი ცენტრები გაიხსნა, რომლებიც სხეულის გაჯანსაღება-გავარჯიშების არაერთ საინტერესო სახეობას გვთავაზობენ პროფესიონალი, სათანადოდ დატრეინინგებული ფიტნეს-ინსტრუქტორის მეშვეობით. ამ ყველაფრის ფონზე, მაინც თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ სახლში ვარჯიშს არაერთი თავისი უპირატესობა აქვს:
1. სახლში ვარჯიში განსაკუთრებულად კომფორტული და მოსახერხებელი ცივ სეზონზეა. ზამთარში, სამსახურის შემდეგ ხშირად ძალიან რთულია აიძულო საკუთარი თავი ღუნღლა და კომფორტული სახლის ნაცვლად ფინტეს ცენტრისკენ გადაუხვიო, ძალები მოიკრიბო, ივაჯიშო და შემდეგ ისევ გაყინულ ამინდშ გარეთ გამოხვიდე და სახლში წახვიდე. სახლში ვარჯიშით ამ ყველაფერს გვერდს უვლი - მიხვედი, გამოიცვალე, ივარჯიშე, გადაივლე და ისევ სახლში ხარ, ნამდვილად ძალიან მოსახერხებელია.
2. სახლში თავად მართავ და არეგულირებ ვარჯიშს, გააჩნია რა განწყობაზე ხარ: დღეს შესაძლოა ჯილიან მაიკლსის ქანცისგამცლელი კარდიოვარჯიშების და ძალოვანი ვარჯიშების კომბინაციის ხასიათზე იყო, ხვალ სარელაქსაციოი იოგის, ზეგ პილატესის და ა.შ. მთავარია სახლში თქვენთვის საინტერესო ვარჯიშების dvd დისკები გქონდეთ მომარაგებული ჩემ მსგავსად, ან არადა ინტერნეტში ყოველთვის არის შესაძლებელი უფასოდ უამრავი ხარისხიანი ვარჯიშების სესიის ჩამოწერა. Jillian Michaels, Tracy Anderson - კარდიო (აერობული) და ძალოვანი ვარჯიშების იდეალური კომბინაციაა; იოგას შემთხვევაში სახლში Shiva Rea -ს რამდენიმე დისკი მაქვს დაგულებული, დამწყები საფეხურის, ენერგიული იოგა, დილის და საღამოს იოგა; Brook Siler-ის პილატესი წონაში დაკლების მსურველებისთვის, რომელიც 51 წუთიან ვარჯიშს მოიცავს. ეს ჩემი ფავორიტების ჩამონათვალია, რომელთაც სურვილისამებრ შეგიძლიათ თვალი შეავლოთ.
3. სახლში ვარჯიშით არანაირ ფინანსურ დანახარჯს არ მოითხოვს - ხარისხიანი სავარჯიშო მატრასი, 1.5-2 კილოგრამიანი ჰანტელები, სავარჯიშო სპორტული სამოსი და სულ ესაა.
მოკლედ, მე მაინც გირჩევდით სცადოთ და მერე გეცოდინებათ, თქვენთვის რომელი უფრო მოსახერხებელია.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა