ბლოგი:
ოქტომბერი 09, 2012
ავტორი Anika
ისე, როგორც არასდროს, დღეს მსოფლიოში სხეულის მოვლის ბუმია. 2000 წლის შემდეგ სპორტით დაკავებული ადამიანების რიცხვი 50%-ით გაიზარდა. ამერიკაში, ბოლო მონაცემებით, მხოლოდ იოგაზე 20 მილიონამდე მოყვარული დადის.
ერთი შეხედვით, ამ სტატისტიკაში თითქოს ცუდია არაფერია, მაგრამ ბოლო დროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდებიან ფიზიკურ ვარჯიშზე.
ცნობილები პიროვნებები, ბავშვის გაჩენის შემდეგ, ზოგჯერ, რამდენიმე კვირაშიც კი ახერხებენ ფორმაში ჩადგომას მომავალი ფილმისთვის ან კონცერტისთვის. ხანდახან დღეში 2-ჯერაც კი მიმართავენ სატრენაჟორო დარბაზებს 0 ზომის დასაბრუნდებლად. როგორც ექიმები ამბობენ, მსგავსი დატვირთვა ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მოშლას და გულის დაავადებებს იწვევს.
ჩვენთვის კი კარგი ამბავი ისაა, რომ არც პაპარაცებით ვართ გარშემორტყმულები და არც გადაღებები გვეწყება რამდენიმე კვირაში, ამიტომ როგორც ექიმები ამბობენ, ზომიერების დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია.
რა უბიძგებთ ადამიანებს ამდენი დრო დაუთმონ ვარჯიშს? როგორც ამერიკელი ფსიქოთერაპევტი ჰანკინი ამბობს, პირველი და უმთავრესი წონაში მომატების შიშია. მეორე კი სოციალური სტატუსი. დღეს იოგას ვარჯიში იგივეა, რაც ქუჩაში ლობუტანის ფეხსაცმლით სიარული-ამბობს ექიმი ჰანკინი. ამით ადამიანები ხაზს უსვამენ იმას, რომ მათ საკმარისი დრო აქვთ ვარჯიშისთვის და უარს ამბობენ ტელევიზორის წინ კალორიების მიღებაზე. ექიმის თქმით, ვარჯიშზე დამოკიდებული ადამიანი ზუსტად ისე აკონტროლებებს საკუთარ ფიზიკურ დატვირთვას, როგორც ანორექსიით დაავადებული ადამიანი კალორიებს.
მსგავსი მიდგომა ფიზიკურ გადაწვასთან ერთად ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც იწვევს. გადამეტებული ვარჯიში სოციალიზაციის პროცესს უშლის ხელს, რაც ხშირად დეპრესიასაც კი იწვევს.
მეცნიერების თქმით, დღევანდელი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე ფიზიკური დატვირთვა აუცილებელიც კი არის, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. ექიმები გვირჩევენ, რომ მძიმე ვარჯიშის შემდეგ სულ მცირე 36 საათით დავასვენოთ კუნთი. ხოლო, თუ ორგანიზმი მუდმივად ითხოვს ფიზიკურ დატვირთვას, კვირის განმავლობაში დღეგამოშვებით შევანაცვლოთ მძიმე და მსუბუქი ვარჯიშის დღეებით.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა