წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რაფინირებული შაქრის ჯანსაღი ალტერნატივები

ბლოგი:
ივლისი 29, 2014
ავტორი Anika
ტკბილეულზე გაფიქრებაც კი კარგ განწყობაზე მაყენებს, არომატული და ფუმფულა ხილის ტორტის ერთი ნაჭერი ხომ საერთოდ სამოთხეში მოხვედრის წინაპირობაა ჩემთვის. ემოციები, განცდები ერთია, რეალობა კი მეორე. ეს უკანასკნელი კი არც თუ ისე სასიამოვნოა იქიდან გამომდინარე, რომ რაფინირებული შაქარი საკმაოდ მავნებელია და არავითარი სარგებლობა ორგანიზმისთვის მას არ მოაქვს, ნუ, წმინდა გასტრონომიული ტკბობის გარდა.

ამიტომაც, სულ უფრო მეტად ალაპარაკდნენ ნუტრიციოლოგები და ექიმები რაფინირებული შაქრის უარყოფაზე და მისი ჯანსაღი ალტერნატივით ჩანაცვლებაზე. და მაინც რომელია რაფინირებული შაქრის ჯანსაღი ალტერნატივა?

პირველ რიგში, ეს სტევიას მცენარეა. გსმენიათ, ალბათ, მის შესახებ. ეს ტკბილი ბალახი ყველაზე ნეიტრალურ დამატკბობლად არის მიჩნეული, არ ახდენს გავლენას სისხლში გლუკოზის დონეზე, არ არის კალორიული და გამოყენებისთვის არანაირი უკუჩვენებები არ გააჩნია. ამ ყველა სიკეთესთან ერთად, სტევია კარგად უძლებს მაღალ ტემპერატურას, რის გამოც ის მარტივად შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხელ სასმელებში და საკონდიტრო ნაწარმის ცხობისას, თაფლისგან განსხვავებით. სტევია გამომშრალი ფოთლების სახით ან მწვანე ფხვნილის სახით დაქუცმაცებული შეგიძლიათ შეიძინოთ - ასეთ ვარიანტში ყველაზე კარგად ნარჩუნედება ბალახის სასარგებლო თვისებები. გაითვალისწინეთ, რომ სტევია რაფინირებულ შაქარზე 20-ჯერ (!) ტკბილია, ამიტომაც დასატკბობად ძალიან მცირე რაოდენობა დაგჭირდებათ.

მოკლედ, არაჩვეულებრივი რამაა ეს ჩვენი სტევია მხოლოდ ერთის გამოკლებით - მას სპეციფიური გემო აქვს, რომელიც შესაძლოა ზოგიერთი თქვენგანისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს. ამიტომაც, საუკეთესო ვარიანტი არა ცოცხალი, გადაუმუშავებელი სტევიის ფოთლების მიღება, არამედ მისი ექსტრაქტის - სტევიზოიდის გამოყენებაა. თანაც, სტევიზოიდიც არ მოქმედებს გლუკოზის დონეზე და არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.

3_honey-960x635

რაფინირებული შაქრის მეორე სუპერალტერნატივა ნატურალური თაფლია. ვიტამინებით, მინერალებით, ამინომჟავებით და ფერმენტებით მდიდარი თაფლი ანტიბაქტერიული და გამწმენდი თვისებებითაც გამოირჩევა. თუ აიურვედაში ცოტა რამ მაინც გაგეგებათ, გეცოდინებათ, რომ ნატურალური თაფლი წონაში დაკლების მსურველებისთვის არის რეკომენდირებული.  თანაც თაფლი უნიკალური მიგნებაა შიმშილის მოსაკლავად: საკმარისია ერთი ფინჯანი ჩაის დალევა, რომელშიც ერთ ჩაის კოვზ თაფლს გავურევთ და ცოტა ხნით მაინც შეგიძლიათ დაივიწყოთ შიმშილის გრძნობა. თუმცა, თაფლთან დაკავშირებით ერთი მნიშვნელოვანი გარემოება უნდა გავითვალისწინოთ: 60 გრადუსზე ზემოთ გაცხელებისას თაფლში კანცეროგენები წარმოიშობა, ამიტომაც, თაფლი არასდროს დაამატოთ ცხელ ჩაიში, არამედ მხოლოდ თბილ სასმელში.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები