We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რამდენად გვეხმარება პილატესი წონაში კლებაში

_from blog_:
_March_ 29, 2017
_by_ Anika
ზოგადად, ფიზიკური აქტივობები ზედმეტი კილოკალორიების და ცხიმების წვაში გვეხმარება, რაც საბოლოო ჯამში ჩვენს წონაზე აისახება და ზედმეტი კილოგრამებისგან განთავისუფლებაში გვეხმარება. თუმცა, თუ წონაში დაკლება მნიშვნელოვანი მიზანია, მაშინ აქტივობასაც სათანადოდ შერჩევა ესაჭიროება. რამდენად მოგვცემს სასურველ შედეგს პილატესის ვარჯიში, დაგვაკლებინებს თუ არა საჭირო ზედმეტ კილოგრამებს?

- პილატესი ძირითადად, ზურგის, აბდომინალური და ბარძაყის კუნთების გასავარჯიშებლად არის მიმართული: ამ ვარჯიშების შესრულებისას სხეულის წონას ვიყენებთ, ვარჯიშებს თანმიმდევრულად და ნელი ტემპით ვასრულებთ და ასე სხეულის კონკრეტულ ზონებს ვავარჯიშებთ.

- თავდაპირველად, პილატესი მოცეკვავეებში და ათლეტების რეაბილიტაციის პროცედურებში გამოიყენებოდა. წლების განმავლობაში, პილატესმა ცვლილებები განიცადა და დღეისთვის ვარჯიშების ციკლის ბევრნაირი ვარიაცია და სწავლების სკოლა არსებობს.

-  პილატესი იდეალური სავარჯიშოების ციკლია ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილისთვის, მოძრაობის მეტი მოქნილობისთვის, ხელს უწყობს სხეულის ფორმების სრულყოფას და გაუმჯობესებას. ბარძაყის და აბდომონალური კუნთების გამკვრივების შედეგად მუცელიც უფრო მკვრივი და ლამაზი ხდება, ბარძაყებს და წელის მონაკვეთს კი ზედმეტი სანტიმეტრები აკლდება გარშემოწერილობაში.

- კონკრეტულად ზედმეტი კილოგრამების დაკლებას რაც შეეხება, ამ მხრივ პილატესის გამორჩეული შედეგები დადასტურებული არ არის. თუმცა, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, პილატესის ერთსაათიანი ვარჯიშის შედეგად შესაძლებელია 241-დან 400 კილოკალორიამდე დაიხარჯოს - რიცვი ინდივიდუალურია და კონკრეტული ადამიანის ფიზიოლოგიურ მონაცემებზე არის დამოკიდებული.

- ფიტნეს ინსტრუქტორების თქმით, თუ თქვენ იქამდე არასდროს გივარჯიშიათ, პილატესით დაწყება თქვენთვის შესაძლოა მთაზე ასვლის მსგავსი დატვირთვა აღმოჩნდეს - ორგანიზმისთვის საკმაოდ დიდი დატვირთვა იქნება.

- პილატესის რიგი ვარჯიშების შესრულებისას ხდება სპეციალური ბურთის, სარტყელების გამოყენება, რაც სხეულისთვის წინააღმდეგობას და დატვირთვას ზრდის და შესაბამისად, მეტი კილოკალორიების დაწვასაც უწყობს ხელს.

- თუ თქვენ ჭარბი წონა გაქვთ და ბლომად ზედმეტი კილოგრამები, ასეთ შემთხვევაში პილატესი შესაძლოა კარგი არჩევანი იყოს, ვინაიდან ვარჯიშები ნელა, თანმიმდევრულად და მეტწილად მატრასზე დაწოლილ მდგომარეობაში სრულდება, რაც ჭარბი წონის შემთხვევაში მინიმუმამდე დაიყვანს ვარჯიშის დროს სხვადასხვა დაზიანებების რისკს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_