ბლოგი:
მარტი 27, 2013
ავტორი Anika
გამოგიტყდებით და წლების განმავლობაში ვიზიარებდი იმ აზრს, რომ საღეჭი რეზინის მეშვეობით წონაში დაკლება თუ არა, სულ მცირე “მადის გადაგდება” მაინც იყო შესაძლებელი. უფრო სწორად, საბოლოო ჯამში ერთი-ორი ზედმეტი კილოგრამის ჩამოკლებაც სწორედ ამ მცირე ეშმაკობის შედეგი უნდა ყოფილიყო - ხშირ-ხშირად თუ დაღეჭავ მენთოლიან რეზინს, მადის “გადავადებაში” ან/და ადვილად დანაყრებაში გიშველის. და ამ მოსაზრებაში მარტო არასდროს ვყოფილვარ - ამ მოსაზრებას ათასობით სხვა ადამიანიც იზიარებდა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე.
მოკლედ, მე და ჩემი თანამოაზრეები მწარედ შევცდით. აღმოჩნდა, რომ საღეჭი რეზინი არათუ შიმშილის შემოტევების მოგერიებაში გვეხმარება, არამედ საკვების მიღებამდე მისი დაღეჭვა რეალურად ნაკლებად ჯანმრთელი საკვების არჩევისკენ გვიბიძგებს, ამტკიცებს ჟურნალი Eating Behaviors. ბუფალოს უნივერსიტის კვლევითმა ლაბორატორიამ ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარა: 44 ადამიანს სამი ეტაპი გაატარეს. პირველ ეტაპზე მათ მენთოლიან საღეჭ რეზინს აღეჭინებდნენ, მეორე ეტაპზე - ხილის რეზინს, მესამე ჯერზე კი საერთოდ რეზინს არ აძლევდნენ. თითოეული ეტაპის შემდეგ მონაწილეებს კითხვარს ავსებინებდნენ და თამაშებში აღებინებდნენ მონაწილეობას, რის შედეგადაც ჯანმრთელ ან არაჯანმრთელ საკვებს იღებდნენ. ზოგადად, საღეჭი რეზინის შემდეგ ისინი მადის შემცირებას აღნიშნავდნენ. თუმცა, პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ მენთოლიანი რეზინის შემდეგ, ისინი ჯანმრთელ საკვებს გაცილებით მცირე რაოდენობით მიირთმევდნენ, თუმცა საკვების რაოდენობა ჯამურად იგივე იყო, როგორც ხილის რეზინის ან საერთოდ რეზინზე უარის თქმის შემთხვევაში.
ეს შედეგი დაადასტურა მეორე კვლევამაც, რომელიც 3 კვირის განმავლობაში გრძლედებოდა და რომელშიც მონაწილეობა რაოდენობრივად მეტმა ადამიანმა მიიღო.
რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს? კვლევის ერთ-ერთი ავტორის განმარტებით, მენთოლის არომატი ვერ ესადაგება ხილს და ბოსტნეულს, ამიტომაც, მენთოლიანი რეზინის შემდეგ ადამიანებს მეტწილად რაიმე არაჯანმრთელის დაგემოვნების სურვილი უჩნდებათ. ასე, რომ მართალია, რეზინით ნაკლები სიხშირით მიირთმევთ დღის განმავლობაში, მაგრამ საკვების არჩევანი საბოლოო შედეგზე ცუდად აისახება. თანაც, ხშირ-ხშირად წახემსებაში ცუდი არაფერია: ხილს, თხილეულს თუ მოიმარაგებთ ხოლმე, ასეთი წახემსება რეალურად ჯანსაღი საკვების მიღების წყაროდ შეიძლება იქცეს.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა