წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რამდენად მავნებელია სწრაფი კვება

ბლოგი:
აგვისტო 18, 2014
ავტორი Anika
დასავლეთში "ფასფუდად" (fast food ანუ სწრაფი კვება) წოდებული სწრაფი კვება რომ ჯანსაღი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი არ არის და ვერ ვერასდროს იქნება, ამაზე მგონი არ ვდავობთ. თუმცა, ხანდახან შეიძლება გვავიწყდება ამ კატეგორიის საკვების უსარგებლობის და მეტიც, მავნებლობის შესახებ და ამიტომაც გაგვირბის ხოლმე თვალები და ხელები მადისაღმძვრელი ჰამბურგერის ან ქათმის ნაგეთსების დასაგემოვნებლად. გასაგებიცაა: ის ჯანსაღ კვებასთან შედარებით იაფია; უფრო სწრაფად მისაღებია; და მოსახრხებელია იმის გამო, რომ პრაქტიკული შეფუთვის წყალობით შეგიძლიათ ხელს გააყოლოთ და მოგვიანებით ოფისში, სახლში ან მანქანაში მიირთვათ. რეალობა კი "ფასთფუდთან" ასეთია:

1. "ფასთფუდი" მაღალი ცხიმის შემცველობით გამოირჩევა. მართალია, დღის განმავლობაში გარკვეული რაოდენობის ცხიმი ყველა ადამიანს ესაჭიროება, მაგრამ რომელიმე სწრაფი კვების ქსელში მირთმეული ერთი ულუფა დღიურ ნორმას არათუ აკმაყოფილებს, არამედ საკმაოდ აჭარბებს კიდეც. ასე, რომ ამ კონკრეტულ დღეს ჩათვალეთ, რომ 3 დღის ცხიმის ნორმა გექნებათ შესრულებული.

shutterstock_fast food hamburger

2. ქოლესტერინის მომეტებულად მიღება ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს: მან გულის შეტევა და ინსულტი შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომაც, ექიმები გვირჩევენ, დღის განმავლობაში 300 მგ. ქოლესტერინით შემოვიფარგლოთ. ქოლესტერინის ყველაზე დიდი შემცველობა კვერცხის გულს, ნაღების კარაქს და ყველს აქვს, ამიტომაც თავი შეიკავეთ ბეკონით, კვერცხით და ყველით დამზადებული სენდვიჩების მირთმევისგან (ერთი ასეთი სენდვიჩი დაახლოებით 261 მგ. ქოლესტერინს შეიცავს).

3. დღის განმავლობაში ჩვენ 1500-2300 მგ. მარილს მოვიხმართ. თუმცა, "ფასთფუდის" შემთხვევაში ეს ოდენობა 3400-მდე მატულობს, ვინაიდან ასეთი საკვები ძალიან დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს.

4. "ფასთფუდი" ძალიან (!!!) კალორიულია, ეს კი სასწორზე დადგომის მოყვარულებისთვის ძალიან სახიფათოა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ "ბურგერ კინგის" შოკოლადის შეიკის ერთი პორცია 950 კკალ-ს უდრის, "მაკდონალდის" საუზმე 1320 კკალს-ს, "ვენდის" ბეკონატორი კი 830 კკალ-ს - დასკვნები თავად გააკეთეთ.

5. ასეთი კვების ობიექტებში მირთმეული საკვები არაერთ ხელოვნურ ინგრედიენტს შეიცავს: მაგ, სიმინდის სიროფი, არომატიზატორები, ქიმიური ნივთიერება პროპილენგლიკოლი და სხვები.

6. სწრაფი კვება დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს აწვდის ორგანიზმს, რაც ნამდვილად არ არის სასურველი. ექიმები გვირჩევენ, დღის განმავლობაში მიღებული კალორიების 45-65 პროცენტი ნახშირწყლებიდან მოდიოდეს, მაგრამ სასურველია წყარო რთული ნახშირწყლები იყოს - ბრინჯი, ხილი, ბოსტნეული - და არა სწრაფად ათვისებადი ტკბილეული და საკონდიტრო ნაწარმი.

იკვებეთ ჯანსაღად და იზრუნეთ საკუთარ სილამაზეზე.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები