ბლოგი:
ივნისი 04, 2015
ავტორი Anika
ახლა მაინც ხომ ნამდვილად დაცხა და მოვიდა ზაფხული?! გამოაწყვეთ თქვენი ლამაზ-ლამაზი საზაფხულო კაბები, ქვედაბოლოები, ფრიალა აბრეშუმები?! გადამეტებულ და დამქანცველ სიცხეს თუ არ გავითვალისწინებთ, ზაფხული ნამდვილად ფანტასტიური დროა საიმისოდ, რომ ლამაზი გარდერობით დავტკბეთ. თუმცა, ერთი მინუსი აქვს ამ ყველაფერს: ჩვენგანაც ფორმაში ყოფნას მოითხოვს. ფორმაში ყოფნას კი ჯანსაღი კვება, პერიოდული განტვირთვები, ვარჯიში და სისტემატურობა სჭირდება, რასაც ხშირად ვერ ვახერხებთ, ამიტომაც ასეთ დროს დამხმარე, დამრტყმელ ძალას - მასაჟს მივადგებით ხოლმე.
რამდენად რეალისტურია, მასაჟის მეშვეობით წონაში კლება, ფორმების კორექტირება, ცელულიტის ალაგმვა?
ზოგადად, ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ნაწილი სწორედ რომ ლიმფური პროცესებია. წლების განმავლობაში ორგანიზმი იღლება, კვების რაციონიც იდეალური არ გვაქვს, ამას დამატებული ეკოლოგიური პირობები, ჩნდება ზედმეტი წონაც და ჯამში, ხშირ შემთხვევაში, ამ ყველაფერს ლიმფური პროცესების დარღვევებამდე მივყავართ. ამიტომაც, იმ ადამიანებს, რომელთაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ, ნივთიერებათა ცვლა დარღვეული და ზოგადად, ჭარბწონიანობისა და შეშუპებისკენ არიან მიდრეკილები, ექიმები ლიმფოდრენაჟის მასაჟის ჩატარებას ურჩევენ, რომელიც გამოცდილების მიხედვით, ნამდვილად გვეხმარება განწყობის და ფორმების გაუმჯობესებაში. ამას გარდა, ასეთი მასაჟით შეშუპებების გაუმჯობესებაც ხდება შესაძლებელი.
ლიმფოდრენაჟის მასაჟის ხელშესახები შედეგი ორგანიზმიდან ტოქსინების და მავნე ნივთიერებების გამოდევნის ხარჯზე მიიღწევა, რის შედეგადაც მწყობრში მოდის ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემები, სხეულის მოცულობა მცირდება და ცელულიტი და შეშუპებაც იკლებს.
როგორ სრულდება ლიმფოდრენაჟის მასაჟი? - მასაჟი აუცილებლად გამოცდილი პროფესიონალის მიერ უნდა შესრულდეს. ძირითადი წესი ასეთია: მასაჟი სრულდება ლიმფური ძარღვების გაყოლებაზე, ტალღისებური, დინამიური მოძრაობებით ქვემოდან ზედა მიმართულებით. სხვა ყველაფერთან ერთად, ასეთ მოძრაობებს საოცარი სარელაქსაციო ეფექტიც აქვთ - ისე დუნდებით, რომ შესაძლოა ჩათვლიმოთ კიდეც. ეს ყველაფერი კი თავის მხრივ, დადებითად აისახება ჩვენს ნერვიულ სისტემაზე. მასაჟის ზომიერება (ძლიერი დაწოლა აქ სრულიად ზედმეტია) იმით აიხსნება, რომ ამ დროს ზემოქმედება ხდება ძარღვებზე, რომლებიც დელიკატურ მოპყრობას საჭიროებენ.
იდეალურ შემთხვევაში, ლიმფოდრენაჟის მასაჟის კურსისთვის 10-12 მასაჟს უწევენ რეკომენდაციას, რის შემდეგაც, ექიმების მტკიცებით, ხდება იმუნიტეტის გაუმჯობესება, თავის ტკივილებისგან გათავისუფლება, ქრონიკული დაღლილობაც აღარაა სახეზე და რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დგება გახდომის ეფექტი.
მართალია, ეს კურსი ზოგადად სასარგებლოა, მაგრამ მის გაკეთებას ექიმები არ ურჩევენ ორსულებს, ორგანიზმში ინფექციების და სიმსივნური პროცესების მქონე პაციენტებს და სხეულის კანზე დაზიანებების მქონე ადამიანებს.
მანუალურად ჩატარებული მასაჟის გარდა, თბილისში უკვე საკმაოდ მომრავლდა უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილი აპარატურული ლიმფოდრენაჟის კურსები, სადაც თითო პროცედურა 30 წუთიდან 2 საათამდე შეიძლება გრძლედებოდეს, გააჩნია სხეულის ზონებს.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა