We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რამდენად სასარგებლოა რძის შრატის ცილა

_from blog_:
_November_ 05, 2016
_by_ Anika
ცილოვანი ფხვნილები უკვე კარგა ხანია ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრების საკვები რაციონის ნაწილია, განსაკუთრებით კი მათი, ვინც აქტიურად ვარჯიშობს, პროტეინის შეიქები და სმუზები კი ასეთი ცილების მიღების ყველაზე მოხერხებული გზაა. ნაკლებად ზარმაცები პროტეინის ფხვნილებს ბლინების და კექსების ცხობისას იყენებენ - ასე საბოლოო პროდუქტი გაცილებით დამანაყრებელია და კუნთოვანი მასის ფორმირებასაც უწყობს ხელს.

პროტეინების ცილები ბევრნაირია, მათ შორის კი ზოგი ნაკლებ, ზოგი კი შედარებით მეტი სარგებლის მომტანია. ათლეტებს თუ დავუჯერებთ, რძის შრატის ცილა გამორჩეულად სასარგებლოა ორგანიზმისთვის, თუ რატომ ამ ბლოგში შევეცდებით გავარკვიოთ.

- რძის შრატის ცილა სრულად ცილაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ყველა არსებით და არაარსებით ამინო-მჟავას (სულ 20 ამინო-მჟავა) შეიცავს.

-  ის ძალიან მცირე ოდენობით შეიცავს ლაქტოზას. თუ გამოცდილების მქონე ათლეტებს დავუჯერებთ, ლაქტოზის აუტანლობის მქონე ადამიანებსაც კი შეუძლიათ რძის შრატის პროტეინის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ეს შრატი ცხოველური წარმოშობისაა, ის ძალიან უმნიშვნელო ოდენობით შეიცავს მონელების გამაღიზიანებელ ლაქტოზას.

- ორგანიზმს მისი 100%-ით ათვისება შეუძლია. რძის შრატის ცილას უმაღლესი მაჩვენებელი აქვს ბიოათვისების მხრივ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სხეული რძის შრატის ცილაში არსებულ ამინო-მჟავებს ასივე პროცენტით აითვისებს.

- ვინაიდან საჭმლის მომნელებელი სისტემა გარკვეულ ცილებს უკეთ ითვისებს, ვიდრე სხვა ტიპის ცილებს და რადგან ზოგი ცილა მეტი სახეობის ამინო-მჟავებს შეიცავს,  ამდენად რძის შრატის ცილას გაცილებით მეტი სასიკეთო გავლენის მოხდენა შეუძლია კუნთებზე, ენერგიაზე, ძვლებზე და ა.შ.

- როცა ცილას მივირთმევთ, ორგანიზმს არსებული ენერგიის გამოყენება ესაჭიროება საიმისოდ, რომ დაშალოს ცილები მისი შემდგომ ათვისების მიზნით. ასე, რომ თუ ცილოვანი საკვების ულუფა დაახლეობით 15 გრ ცილას შეიცავს, რეალურად საბოლოოდ ორგანიზმი დაახელოებით 10-13 გრამს აითვისებს 15 გრამის ნაცვლად. რძის შრატის ცილის შემთხვევაში სხვაგვარადაა საქმე, ვინაიდან ამ ცილას ორგანიზმი სწრაფად ითვისებს, ამინო-მჟავებიც სწრაფადვე შეიწოვება.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_